ბიბლია, 1 ტიმოთეს, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=11105&pid=56&tid=2&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / 1 ტიმოთეს

ბიბლია - ძველი ქართულით

2 თესალონიკელთა 1 ტიმოთეს 2 ტიმოთეს

თავი 1 2 3 4 5 6

1 გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს,

2 მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა,

3 რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა,

4 რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.

5 რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე,

6 რომელმან მისცა თავი თჳსი საჴსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თჳსთა,

7 რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა.

8 მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა;

9 ეგრეთვე დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა,

10 არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა.

11 დედაკაცი მდუმრიად ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა.

12 მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით.

13 რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე - ევა.

14 და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა,

15 არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა.

<< ← Prev Top Next → >>