1 აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ.
2 აჰა ესერა მე, პავლე, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს.
3 ხოლო კუალად უწამებ ყოველსა კაცსა წინადაცუეთილსა, ვითარმედ თანა-მდებ არს იგი ყოველსა შჯულსა ყოფად.
4 განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ.
5 რამეთუ ჩუენ სულითა სარწმუნოებისაგან სასოებასა სიმართლისასა მოველით.
6 რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაჲ, არამედ სარწმუნოებაჲ, სიყუარულისაგან შეწევნული.
7 ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩილებად?
8 მორჩილებაჲ ეგე არა მისგან არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ.
9 მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის.
10 მე გესავ თქუენ უფლისა მიერ, ვითარმედ სხუასა არარას ზრახვიდეთ; ხოლო რომელი-იგი აღგძრავს თქუენ, მან იტჳრთოს საშჯელი, ვინცა-იგი არს.
11 ხოლო მე, ძმანო, წინადაცუეთასა ღათუ ვქადაგებდე, რაჲსაღა-მე ვიდევნები? გან-მე-ქარდა საცთური იგი ჯუარისაჲ?
12 ჯერ-იყო, გან-თუმცა-გეშორნეს, რომელნი-იგი გაშფოთებენ თქუენ.
13 რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთარს.
14 რამეთუ ყოველი შჯული ერთითა სიტყჳთა აღესრულების: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
15 ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ.
16 ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ.
17 რამეთუ ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა - ჴორცთათჳს; და ესენი მჴდომ არიან ურთიერთარს, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, მას ჰყოფდეთ.
18 უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ შჯულსა ქუეშე.
19 ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი,
20 კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი,
21 შურნი, კაცის-კლავნი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ.
22 ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,
23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.
24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.
25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.
26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე. |