ბიბლია, ზაქარია წინასწარმეტყველი, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10912&pid=41&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ზაქარია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ანგია წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4

1 აჰა, გამოვავლინო ანგელოზი ჩემი და მოიხილოს გზაჲ პირისა ჩემისაჲ. და მეყსა შინა მოვიდეს ტაძრად თჳსსა უფალი, რომელსა თქუენ ეძიებთ და ანგელოზი აღთქმისაჲ, რომელი თქუენ გნებავსყე. აჰა, მოვალს, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

2 და ვინ დაითმინოს დღე შემოსლვისა მისისა, ანუ ვინ დაუდგეს გამოცხადებასა შორის მისსა? მით, რამეთუ შემოვიდეს იგი, ვითარცა ცეცხლი სადნობელისაჲ და ვითარცა მდელოჲ მრცხელთაჲ?

3 და დაჯდეს დნობად და განწმედად ვითარცა ოქროსა და ვეცხლსა და გამოწმიდნეს ძენი ლევისნი და შთაასხნეს იგინი ვითარცა ოქროჲ და ვითარცა ვეცხლი და ყვნენ უფლისა შემწირველ მსხვერპლსა სიმართლისა მიერ.

4 და სთნდეს უფალსა მსხუერპლი იუდაჲსი და იერუსალჱმისაჲ, ვითარცა დღენი საუკუნოჲსანი და ვითარცა წელიწადნი წინაპარნი.

5 და მოვიყუანნე თქუენდამი მსჯავრისა მიერ და ვიყო მე მოწამე მსწრაფლ მწამლველთა ზედა, და მემრუშეთა ზედა, წამლვათა ზედა, და მრუშებათა ზედა, და მფუცავთა ზედა სახელისა ჩემისათა, ცრუსა ზედა, და დამაკლებელთა ზედა სასყიდელსა მოსასყიდლისასა, და მძლავრთა ზედა ქურივთასა, და დამქენჯნელთა ობოლთასა და განმდრეკელთა მსჯავრსა მწირისასა, და არმოშიშთა ჩემთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

6 მით, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არა ვიცვალები, და თქუენ ძენი იაკობისნი.

7 არ განეყენებით ცოდვათაგან მამათა თქუენთაჲსა, მისდრიკენით საშჯულონი ჩემნი და არ დაიმარხენით. მოიქეცით ჩემდა და მოვიქცე თქუენდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი და სთქუთ: რაჲთა მოვიქცეთ?

8 უკეთუ ეცრუოს კაცი ღმერთსა? მით, რამეთუ თქუენ მეცრუენით მე, და სთქუთ: რაჲთა გეცრუეთ შენ? რამეთუ ათეულის ზედანი და დასაბამნი თქუენ თანა არიან.

9 და უგულებელსმყოფელნი უგულებელს-ჰყოფთ თქუენ და თქუენ ჰმწიხნელობთ ჩემდამო.

10 წელწადი დასრულდა და შეიხუენით ყოველნი ნაყოფნი საუნჯეთა მიმართ, და არს ნატაცები სახლთა შინა თქუენთა. მოიქეცით უკუე ამისგან, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, უკუეთუ არა განგიხუნე თქუენ საქანელნი ცისანი მოგფინო თქუენ კურთხევაჲ ჩემი, ვიდრე კმაჲ ყოფამდე?

11 და დაგაწესნე თქუენ ჭამად მიმართ და არა განგიხრწნა თქუენ ნაყოფი ქუეყანისაჲ და არა მოუძლურდეს ვენაჴი თქუენი, ანუ ველსა შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

12 და გნატრიდენ თქუენ ყოველნი წარმართნი მით, რამეთუ იყვნეთ თქუენ ქუეყანაჲ ნებებითი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

13 და სთქუთ: რაჲ ძჳრვსიტყუეთ ძჳნად შენდა, - იტყჳს უფალი,

14 სთქუთ: რაჲ ამაო არს მმონებელი ღმრთისაჲ და რაჲ უმეტესი, რამეთუ დავიცვენით დასაცველნი მისნი და რამეთუ ვიდოდეთ მრწემნი წინაშე პირსა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისასა.

15 და აწ ჩუენ ვჰნატრით უცხოთა. და აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი და წინა აღუდგეს ღმერთსა და ცხონდეს.

16 ამათ ძჳრ-სიტყჳდეს მიშიშნი უფლისანი თითოეული მოყუსისა მიმართ თჳსსა. და მიიხილა უფალმან და შეისმინა. და დაწერა წიგნი მოსაჴსენებელისაჲ წინაშე მისსა, მოშიშთა უფლისაჲთა და მკრძალავთა სახელისა მისისათა.

17 და იყვნენ ჩემდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - დღედ მიმართ, რომელსა ყოფილ იყოს მოურნედ და უყუაოდეს მას ვითარსახედ უყუავინ კაცი ძესა თჳსსა მსახურეულად მისსა.

18 და მოიქეცით და იხილეთ საშუალ მართლისა და საშუალ უსჯულოჲსა, და საშუალ მსახურისა ღმრთისაჲსა და არმსახურისა.
თავი მეოთხე

<< ← Prev Top Next → >>