1 და იყო მეოთხესა წელსა დარიოსის ზე მეფისა და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს მიმართ მეოთხესა თთჳსა მეცხრისასა, რომელ არს ხასილევი.
2 და მიავლინა ბეთელად სარასარ და რაგომელიქ მეფემან და კაცთა მისთა მოწყალე-ყოფად უფლისა
3 და თქუმად მღდელთა მიმართ მყოფთა სახლსა შინა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და წინაწარმეტყუელთა მიმართ მეტყუელმან: შემოვიდა აქა თთუესა მეხუთეს სიწმიდე, ვითარ-იგი დაყუნეს, ეგერა, კმანი წელნი.
4 და იქმნა სიტყუა უფლისა ძალთაჲსა ჩემდამო მეტყუელი:
5 თქუ ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა და მღდელთა მიმართ მეტყუელმან: იმარხვიდეთ თუ, ანუ ჰგოდებდეთ მეხუთეთა შინა, ანუ მეშჳდეთა შინა თთუესა და, აჰა, სამეოცდაათნი წელნი ნუთუ მარხვაჲ იმარხეთა ჩემდაჲ.
6 და უკუეთუ სჭამოთ ანუ სუათ, არა თქუენ სჭამთა და თქუენ სუამთ?
7 არა ესე არიანა სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი ჴელითა წინაწარმეტყუელთა წინაპართაჲთა, ოდეს იყო იერუსალიმი დამკჳდრებული და წარმართებული დაქალაქი გარემოჲს მისსა და მთობი და ველობი დამკჳდრებულ იყო?
8 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიას მიმართ მეტყუელი:
9 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, მეტყუელი: სასჯელი სამართალი საჯეთ და წყალობასა და მშჯავრსა იქმოდეთ კაცნი მოყუსისა მიმართ თჳსისა
10 და ქურივსა და ობოლსა და მწირსა და მკოდოვსა ნუ ჰმძლავრობთ. და უკეთურებასა ძმისა თჳსისასა ნუ ძჳრისჰმოჴსენეობთ თითოეული თუალთა შინა თქუენთა.
11 და ეურჩნეს ყურადღებად და მისცეს ზურგი შეურაცხისმყოფელი და ყურნი მათნი დაიმძიმნეს არშესმენად
12 და გულნი მათნი დააწესნეს ურჩებად, არშესმენად სჯულისა ჩემისა და სიტყუანი, რომელნი მიავლინნა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, სულისა მიერ მისისა ჴელითა წინაწარმეტყუელთა პირველთათა; და იქმნა რისხვა დიდი უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა.
13 და იყოს ვითარსახედ თქუა და და ისმინეს მისი, - ეგრეთ ღაღადებდენ და არ შევისმინო, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, -
14 და განვჴადნე იგინი ყოველთა მიმართ წარმართთა, რომელნი არა უწყოდნეს და ქვეყანაჲ უჩინო იქმნეს უკანაგან მათსა, არა ვინ იყოს განმვლელისაგან დამქცევისა და დააწესეს ქუეყანა რჩეული უჩინოსაქმნელად. |