1 და მოვიქეც და იხილეს თუალთა ჩემთა: და, აჰა, მანგალი მფრინვალე.
2 და თქუა ჩემდამო: რასა ხედავ შენ? და ვთქუ: მე ვხედავ მანგალსა მფრინვალესა, სიგრძით წყრთათა ოცთასა.
3 და თქუა ჩემდა მომართ: ესე წყევაჲ გამომავალი პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა მით, რამეთუ ყოველი მპარავი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს. და ყოველი ცრუფიცი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს.
4 და განვასწორო იგი, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და შევიდეს იგი სახიდ მპარავისა და სახით მფუცავისა სახელსა ჩემსა ცრუსა ზედა და დაარღჳოს საშუალ სახლისა მისისა და მოასრულოს იგი და ძელნი მისნი და მოასრულნეს ქვანი მისნი.
5 და განვიდა ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის და თქუა ჩემდამო: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე გამომავალი ესე.
6 და ვთქუ: რაჲ არს? და მრქუა: ესე საზომი გამომავალი. და თქუა: ესე უსამართლოება ყოველსა შორის ქუეყანასა მათსა.
7 და, აჰა, ტალანტი ბრპენისაჲ აღღებული. და, აჰა, დედაკაცი ერთი ჯდა საშალ საზომისა
8 და თქუა: ისი არს უსჯულოება. და დააგდო იგი საშუალ საზომისა და შთაუგდო ქვაჲ ბრპენისაჲ პირსა მისსა.
9 და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე. და, აჰა, ორნი დედანი გამომავალნი და სული ფრთეთა შორის მათთა და მათ აქუნდეს ფრთენი, ვითარცა ფრთენი ოფოფისანი, და აღიღეს საზომი საშუალ ქუეყანისა და საშუალ ცისა.
10 და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: სადა მიიღებენ ისინი საზომსა?
11 და ჰრქუა ჩემდამო: აღშენებად მისდა სახლსა ქუეყანასა შინა ბაბილონისასა და განმზადებად და დადვან იგი მუნ, განმზადებასა ზედა მისსა. |