1 და მიჩუენა მე უფალმან იისუ, მღდელი დიდი, მდგომარე წინაშე პირსა ანგელოზისა უფლისასა და ეშმაკი უდგა მარჯუენით მას წინააღგომად მისსა.
2 და თქუა უფალმან ეშმაკისა მიმართ: შეგრისხენინ უფალმან შენ შორის, ეშმაკო, და შეგრისხენინ უფალმან შენ შორის გამომრჩეველმან იერუსალჱმსა! არა აჰა, ესე, ვითარცა მუგუზი გამოტაცებული ცეცხლისაგან.
3 და იისუ იყო შემოსილ სამოსლითა მწიკულიანითა, დადგა წინაშე პირსა ანგელოზისასა
4 და მიუგო და ჰრქუა მდგომარეთა მიმართ წინაშე პირსა მისსა მეტყუელმან: მოსძარცუენით სამოსელნი მწიკულევანნი მისგან; და თქუა მისდა მიმართ: აჰა, აღვიხუენ შენგან უსჯულოებანი შენნი და შეჰმოსეთ მას პოდირი
5 და დაადგით კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და გარემოასხნეს მას სამოსელნი და დაადგეს კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და ანგელოზი უფლისაჲ დგა.
6 და წამებდა ანგელოზი უფლისაჲ იისუას მიმართ მეტყუელი:
7 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ გზათა შორის ჩემთა ხჳდოდი და ბრძანებათა შორის ჩემთა სცვიდე და შენ განსაჯო სახლი ჩემი და უკუეთუ დაიცვა ეზოჲ ჩემი და მოგცნე შენ მოქცეულნი საშუალ მდგომარეთა ამათ.
8 ისმინე უკუე იისუ, მღდელო დიდო! შენ და მახლობელთა შენთა მსხდომარეთა წინაშე პირსა შენსა. მით, რამეთუ კაცნი ნიშთმჭურეტელნი არიან, ამისთჳს, აჰა, მე მოვიყუანო მონაჲ ჩემი აღმოსავალით.
9 მით, რამეთუ ქვაჲ, რომელიც მივეც წინაშე პირსა იისუჲსსა, ქვასა ერთსა ზედა შჳდნი თუალნი არიან. აჰა, მე აღმოვთხარო ჴნაცჳ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვიძიო ყოველი უსამართლოებაჲ ქუეყანისაჲ მის ერთსა შინა დღესა.
10 მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლის მპყრობელი, - მოუწოდოს თითოეულმან მოყუასსა თჳსსა ქუეშე კერძო ვენაჴისა და ქუეშე კერძო ლეღჳსა. |