ბიბლია, აბაკუმ წინასწარმეტყველი, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10893&pid=38&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / აბაკუმ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ნაუმ წინასწარმეტყველი აბაკუმ წინასწარმეტყველი სოფონია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3

1 ეჰა, საჩინო და გამოჴსნილი ქალაქი. ტრედმან

2 არა ისმინა ჴმისა, არ შეიწყნარა წურთაჲ, უფლისა მიმართ არა ესვიდა და ღმრთისა მიმართ მისისა არ მიეახლა.

3 მთავარნი მისნი მის შორის, ვითარცა ლომნი მყჳრალნი. მსაჯულნი მისნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსნი, არა მოაკლდებოდეს განთიადმი.

4 წინაწარმეტყუელნი მისნი, სულშემოსილნი მამრნი, შეურაცხისმყოფელნი. მღდელნი მისნი შეაბილწებენ წმიდათა და აუთნოებენ შჯულსა.

5 ხოლო უფალი მართალი საშუალ მისსა და არა ყოს უსამართლოჲ. განთიად-განთიად მოსცეს მსჯავრი თჳსი ნათლად. და არ დაიმალა და არა ცნა უსამართლოება მიჴდასა შინა.

6 და არა ძლევისა მიმართ უსამართლოება, დავამჴუენ ამპარტავანნი; უჩინო იქმნნეს ყურენი მათნი. მოვაოჴრენ გზანი მათნი, რაჲთურთით არ წარსავლელად მოაკლდეს ქალაქნი მათნი. ამისთჳს არცა ერთისა ვის ყოფისა, არცა დამკჳდრებითა.

7 ვთქუ: გარნა შეშინდით ჩემგან, და შეიწყნარეთ წურთაჲ, და არ მოესრულნეთ თუალთაგან მისთა ყოველნი, რაოდენნი შურ-ვიგენ მის ზედა. განემზადე, აღიმსთუე, განხრწნილ არს ყოველი მოკუფხლვაჲ მათი.

8 ამისთჳს დამითმე მე, - იტყჳს უფალი, - დღედ მიაღდგომისა ჩემისა საწამებელად ჩემდა მით, რამეთუ მსჯავრი ჩემი შესაკრებელისა მიმართ ნათესავთაჲსა შეწყნარებად მეფეთა გარდაცემად მათ ზედა რისხვაჲ ჩემი, ყოველივე რისხვა გულისწყრომისა ჩემისა მით, რამეთუ ცეცხლისა მიერ შურისა ჩემისაჲსა განილიოს ყოველი ქუეყანაჲ.

9 რამეთუ მაშინ მოვაქციო ერთა ზედა ენათასა ნათესავადმი მისსა, ხდად ყოველთა სახელი უფლისაჲ. მონებდენ იგინი მას ერთსა ქუეშე უღელსა.

10 კიდეთაგან მდინარეთა ეთიოპიისათა, შეიწყნარნე განთესულთა შორის ჩემთა. მომართუმიდენ მე მსხუერპლთა ჩემთა.

11 მას დღესა შინა არსირცხჳლეულ იქმნე ყოველთაგან სიმარჯუეთა შენთა, რომლითა იუთნოე ჩემდამო, რამეთუ მაშინ მოგძარცუნე შენგან სიხენეშენი გინებისა შენისანი და არღა მერმე შესძინო დიდმოქადულობად მთასა ზედა წმიდასა ჩემსა.

12 და დაუტეო შენ შორის ერი მშჳდი და მდაბალი და მკრძალობდენ სახელისაგან უფლისა

13 ნეშტნი ისრაჱლისანი და არა იქმოდიან უსამართლოსა, არცა იტყოდიან ამაოთა. და არა იპოოს პირსა შინა მათსა ენაჲ მზაკვარი მით, რამეთუ ძოვდენ და დაწვებოდიან და არა იყოს შემაშინებელი მათი.

14 იხარებდ ფრიად ასული სიონისაჲ! ქადაგებდ ასული იერუსალჱმი. იშუებდ და ძნობდინ ყოვლით გამო გულით შენით ასული იერუსალჱმისაჲ!

15 მოგძარცუნა უფალმან უსამართლოებანი შენნი, გიჴსნა შენ ჴელისაგან მტერთა შენთასა. მეფობდეს უფალი შორის შენსა. არა იხილნე ბოროტნი არღა მერმე.

16 მას ჟამსა შინა ჰრქუას უფალმან იერუსალჱმსა: მინდობით იყავ, სიონ, ნუ დაჰჴსნდებიედ ჴელნი შენნი,

17 უფალი ღმერთი შენი შენ შორის ძლიერი ჴსნად შენდა და მოაწიოს შენ ზედა შუებაჲ და განგაახლოს შენ შეყუარებისა მიერ მისისა. და იშუებდეს შენ ზედა ძნობისა მიერ, ვითარცა დღესა დღესასწაულისასა.

18 და შეკრიბნეს შემუსრვილნი. ვაჲ, ვინ მოიღო მის ზედა ყუედრებაჲ?

19 აჰა, ესერა, მე ვჰყოფ შენ შორის შენთჳს. მას ჟამსა შინა იტყჳს უფალი: და აცხოვნეს განრწმუნებული, და განგდებული შევიწყნარო, და დავსხნე მე იგინი საქადულად, და სახელოვნად ყოველსა ზედა ქუეყანასა.

20 და არა ჰრცხუენოდისყე მას ჟამსა შინა, ოდეს კეთილი გიყო თქუენ და ჟამსა შინა, ოდეს შეგიწყნარნე თქუენ მით, რამეთუ მიგცნე თქუენ სახელდებულად და საქადულად ყოველთა შორის ერთა ქუეყანისათა მოქცევასა ჩემგან ტყუეობისა თქუენისასა წინაშე თქუენსა, - იტყჳს უფალი.

<< ← Prev Top Next >>