ბიბლია, ნაუმ წინასწარმეტყველი, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10889&pid=37&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ნაუმ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

მიქა წინასწარმეტყველი ნაუმ წინასწარმეტყველი აბაკუმ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3

1 საჴმილავსა ჩემსა ზედა დავდგე. და აღვიდე კლდესა ზედა და განვისტუანო ხილვად, რაჲ ითქუას ჩემ შორს და რაჲ მიუგო მხილებასა ზედა ჩემსა.

2 და მომიგო ჩემდამო უფალმან და თქუა: დაწერე ხილვაჲ განცხადებულად ფიცარსა, რაჲთა სდევდეს აღმომკითხველი მათი

3 მით, რამეთუ ჯერეთ ხილვაჲ არს ჟამისადმე და აღმოჰჴდეს დასასრულადმე და არა ჟამიეად უკეთუ მოაკლდეს, დაუთმე მას, რამეთუ მომავალი მოვიდეს და არა ყოვნოს.

4 უკეთუ სწიწნეულობდეთ, არა სთნავს სულსა ჩემსა მის შორის, ხოლო მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს.

5 ხოლო მართალი, სარწმუნოებითა ჩემითა ცხონდეს, თავისმოთნე იგი. და შეურაცხის-მყოფელმან მამაკაცმან ზეჰარმან ვერარაჲ სრულ-ყოს, რომელმან განავრცო, ვითარცა ჯოჯოხეთმან, სული თჳსი და ესრეთ, ვითარცა სიკუდილმან არ აღვსებულმან, და შეკრიბნეს მის ზედა ყოველნი ნათესავნი და შეიწყნარნეს მისდა მიმართ ყოველნი ერნი.

6 არა ესე ყოველნი იგავად მოიხუნენ ძჳნად მისსა. და მაგალითად მისათხრობელად მისსა და თქუან: ვაჲ, რომელი განუმრავლებდეს თავსა თჳსსა არა მისად მყოფთა ვიდრე რომლისამდე მე და დაამძიმებდეს საჴივსა თჳსსა ძნიადობით,

7 რამეთუ ანაზდა აღდგენ მკბენელნი მისნი და განიფრთხონ მძმაცუავთა შენთა და იყო დასატაცებელ მათდა.

8 მით, რამეთუ შენ ტყუე-ჰყუენ ნათესავნი მრავალნი, ტყუე-გყოფდენ შენ ყოველნი დაშთომილნი ერნი სისხლებისათჳს კაცთაჲსა და უთნოობისათჳს ქუეყანისა და ქალაქისა და ყოველთა დამკჳდრებულთა მისთა.

9 ჵ, რომელი ანგაარობდეს ანგარებასა ბოროტსა სახლთა თჳსთა დაწყებად სიმაღლისა შორის ბუდეთა თჳსთა დაფარვად ჴელისაგან უკეთურთასა.

10 მოუპოო სირცხჳლი სახლსა შენსა მოსრულებად ერთა მრავალთა და ცოდა სულმან შენმან

11 მით, რამეთუ კლდემან ზღუდით ჴმა-ყოს და მაჟაურმან ძელით გამო ჴმა-ყუნეს იგინი.

12 ვაჲ მაშენებელსა ქალაქისასა სისხლისა მიერ და განმზადებულსა ქალაქისასა უსამართლობათა მიერ.

13 არა ესე არიან უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, და მოაკლდეს ერნი კმანი ცეცხლისა მიერ და ნათესავნი მრავალნი სულმოკლე იქმნეს,

14 რამეთუ აღივსო თავად ყოველი ქუეყანაჲ ცნობითა დიდებასა უფლისსა, ვითარცა წყალმან მრავალმა დაფარნეს იგინი ზღუად მიმართ.

15 ჵ, რომელი ასუმიდეს მოყვასსა თჳსსა აღთქუეფულსა, მრღჳესა და მათრობელსა, რამეთუ ზედა ჰხედავს ქუაბთა ზედა მათთა.

16 სავსებაჲ უპატივობისაჲ დიდებისაგან სუ. და შენ შეირყიე, რამეთუ მრგულევა ყო შენ ზედა სასუმელმან მარჯუენისა უფლისამან და შეკრბა უპატიოება დიდებასა ზედა შენსა.

17 მით, რამეთუ უთნოობამან ლიბანისმან დაგფაროს შენ და საარებამან მჴეცთამან წიწნეულ-გყოს სისხლთა მიერ კაცთაჲსა. და უთნოობათა ქუეყანისა და ქალაქისათა. და ყოველთა დამკჳდრებულთაჲსა მას შინა.

18 რად სარგებელ არს ქანდაკებული, რამეთუ ქანდაკეს იგი, შეჰმზადეს იგი გამონადნობი საოცრებად მტყუარად, რამეთუ ესვიდა შემქმნელი, შექმნულისა მიმართ თჳსისა შექმნად კერპნი ყრუნი.

19 ვაჲ, რომელმან ჰრქუას ძელსა: განიფრთხუე, აღდეგ. ქუასა ამაღლდი და იგი არს ოცნებაჲ, ხოლო ესე არს განჭედილი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ყოველივე სული არა არს მის შორის.

20 ხოლო უფალი ტაძარსა შინა წმიდასა მისსა. და შეკდემულ იქმენინ პირისაგან მისისა ყოველი ქუეყანა.

<< ← Prev Top Next → >>