1 ვაჲ მე, რამეთუ ვიქმენ ვითარცა შემკრებელი ჴუილისა ნამკალსა შორის და ვითარცა კუფხალი ნასთულებსა შორის არყოფასა ტევნისასა ჭამად (პირველ ნაყოფთა).
2 ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს; ყოველნი სისხლთა ესაჯებიან, თითოეული მოყუასსა თჳსსა აჭირვებს მაჭირვებელი.
3 ბოროტსა ზედა განმზადებენ ჴელთა მათთა; მთავარი ითხოვს, და მსაჯული სიტყუათა მამშჳდებელთა ზრახავს, გულისსათქმელ სულისა მისისა არს.
4 და განვერები კეთილთა მათთა, ვითარცა მღილი შემჭამელი და მოარული კანონსა ზედა დღეთა შინა მსტურობისათა: ვაჲ, ვაჲ, შურისგებანი შენნი მოიწინეს. აწ იყვნეს ტირილნი მათნი.
5 ნუ მიენდობვით, ირწმუნებთ ტომთა შორის, ნუცა ესავთ წინამძდუართა მიმართ; თანმესარეცლისაგან დაფარე ართხრობად რაჲმე მისდა.
6 რაჲსათჳს ძე უპატიო ჰყოფს მამასა, ასული ზედააღდგების დედისა ზედა თჳსისა, სძალი დედამთილისა ზედა თჳსისა; მტერებ მამაკაცისა მამანი სახლისა მისისა შორისნი.
7 ხოლო მე უფლისა მიმართ მივიხილო და დაუთმო ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. შეისმინენ ჩემი უფალმან ღმერთმან ჩემმან.
8 ნუ იხარებნ ჩემ ზედა მტერი ჩემი, რამეთუ დავეცი და ადვდგე მით, რამეთუ ვიდოდი თუ ბნელსა შინა, უფალი ნათელ ჩემდა.
9 რისხვასა უფლისასა ვექუევე, რამეთუ შევსცოდე მას. ვიდრემდის განამართლოს მსჯავრი ჩემი, და ქმნას განკითხვაჲ ჩემი, და გამომიყვანოს მე ნათლად, და ვიხილო მე სიმართლე მისი.
10 და ჰხედვიდეს მტერი ჩემი. და გარემოისხას სირცხჳლი მეტყუელმან ჩემდამო, სადა არს უფალი ღმერთი შენი, თუალთა ჩემთა ზედა დაჰხედონ მას. იყოს აწ ვითარცა დანათრგუნავი, ვითარცა თიჴაჲ გზათა შორის.
11 დღეთა ცხებისა ალიზისათა მცხებ მე მას დღესა და განიჴადნენ შჯულვილნი შენნი მას დღესა
12 და ქალაქნი შენნი მოვიდენ განსაწილველად ასსურასტანელთა და ქალაქნი შენნი მაგარნი განსაწილველად ტჳროსითგან ვიდრე მდინარედმდე ასურეთისა და ზღჳთგან, ვიდრე ზღუადმდე, და მთათაჲთგან ვიდრე მთათამდე დღესა წყლისა და შფოთისასა.
13 და იყოს ქუეყანაჲ უჩინო საქმნელად დამკჳდრებულთა თანა მისთა, ნაყოფისაგან სიმარჯუეთა მათთასა.
14 მწყსე ერი შენი კუერთხითა შენითა, ცხოვარნი სამკჳდრებლისა შენისანი დამკჳდრებულნი მარტოობით მაღნარსა საშუალ კარმელისა, ძოვდენ ბასანელსა და გალაადელსა დღეთაებრ საუკუნოჲსათა.
15 და დღეთაებრ გამოსვლისა შენისათაა ქუეყანისაგან ეგჳპტისა, უჩუენნე მათ საკჳრველნი.
16 ჰხედვიდენ ნათესავნი და სირცხჳლეულ იქმნენ ყოვლისაგან ძლიერებისა მათისა, ზედადაიდვან ჴელი პირსა ზედა მათსა და ყურნი მათნი დაყრუვნეს.
17 ლოშნიდენ მტუერსა ვითარცა გუელნი მთრევნი ქუეყანად. შეირინენ წყუდეულებასა მათსა. უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა განჰკჳრდენ და შეაშინონ შენგან.
18 ვინ არს ღმერთ, ვითარ შენ, აღმღებელი უშჯულოებათა და ზეშთამავალი უსამართლობა ნეშტთა სამკჳდრებელისა მისისათასა? არა იპყრა საწამებელად რისხვა მისი, რამეთუ მნებებელ წყალობისა მისისა არს
19 მომაქცინეს დ შემიწყალნეს ჩუენ. შთაჴადნეს ცოდვანი ჩუენნი და განიყარნენ სიღრმეთა მიმართ ზღჳსათა ყოველნი ცოდვანი ჩუენნი
20 მიეც ჭეშმარიტებაჲ იაკობსა, წყალობაჲ აბრაჰამსა, ვითარ-იგი ეფუცე მამათა ჩუენთა დღეთაებრ წინასწართა. |