1 ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან: და, აჰა, ჭურჭელი მემახურისა
2 და თქუა: რასა ხედავ შენ, ამოსს? და ვთქუ: ჭურჭელსა მემახურისასა. და თქუა უფალმან ჩემდამო: მოიწია აღსასრული ერსა ზედა ჩემსა ისრაჱლსა, არა შევსძინო მერმე თანაწარსლვად მისა.
3 და ვალალებდენ სართულნი ტაძრისანი. და მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მრავალი დაცემული ყოველსა ზედა ადგილსა, ზედა მივაგდო დუმილი.
4 ისმინეთ ესენი, რომელნი შეჰმუსრავთ განთიად დავრდომილსა და ჰმძლავრობთ გლახაკთა მიმწუხრი
5 მეტყუელნი: ოდეს გარდახდეს თთუე და განვყიდოთ, და შაბათნი და განვახუნეთ საუნჯენი ქმნად მცირე საწყეოჲ, და განდიდებად საწონი და ქმნად სასწორი უსამართლოჲ
6 მოსყიდად გლახაკნი ვეცხლითა და დავრდომილნი ფერჴთშესასხმელთა წილ, და ყოვლისაგან საქმისა ვივაჭროთ.
7 ფუცავს უფალი ამპარტავანებისათჳს იაკობისსა: უკეთუ დაივიწყნენ ძლევად ყოველნი საქმენი თქუენნი.
8 და ამათ ზედა არა აღშფოთნეს ქუეყანაჲ. და იგლოოს ყოველმან დამკჳდრებულმან მას ზედა და აღვიდეს, ვითარცა მდინარე, აღსასრული და შთავიდეს, ვითარცა მდინარე ეგჳპტისაჲ.
9 და იყოს მას დღესა შინა,- იტყჳს უფალი, უფალი. -დაჰჴდეს მზე შუადღე და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა დღესა ნათელი.
10 და გარდავაქცინე დღესასწაულნი თქუენნი გლოად, და ყოველნი გალობანი თქუენნი გოდებად, და აღვიღო ყოველსა წელსა ზედა ძაძაჲ, და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე, და დავდვა მე იგი, ვითარცა გლოვაჲ საყუარელისაჲ, და მისთანანი, ვითარცა დღე სალმობისაჲ.
11 აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, უფალი, - და გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა ზედა, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ.
12 და შეიძრნენ წყალნი ზღჳთგან ვიდრე ზღუამდე. და ჩრდილოთგან ვიდრე აღმოსავალთამდე მიმორბიოდიან მეძიებელნი სიტყჳსა უფლისასა და არა პოონ.
13 მას დღესა შინა მოაკლდენ ქალწულნი შუენიერნი და ჭაბუკნი წყურილითა
14 მფუცავნი სალხინებელსა ზედა სამარიაჲსასა და მეტყუელნი: ცხოველ არს უფალი შენი დან; ცხოველ არს უფალი შენი ბერსაბედ. და დაეცნენ და არა აღდგენ მერმე. |