ბიბლია, ამოს წინასწარმეტყველი, თავი 5. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10868&pid=32&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ამოს წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

იოველ წინასწარმეტყველი ამოს წინასწარმეტყველი ამოს წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9

1 ისმინეთ სიტყუა უფლისა ღმრთისაჲ: ესე, რომელ მე მომაქუს თქუენ ზედა გოდებაჲ: სახლი ისრაჱლისაჲ დაეცა. არღა მერმე ნუ შესძინოს აღდგომად.

2 ქალწულმან ცთომა-ყო თჳთ მას ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა. არა არს აღმადგინებელი მის

3 მით, - რამეთუ ამათ იტყუს უფალი, უფალი: ქალაქი, რომლისაგან გამოვიდოდეს ათასნი, დაშთეს ასნი, და რომლისაგან გამოვიდოდეს ასნი, დაშთეს ათნი სახლსა ისრაილისასა

4 მით, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი სახლისა მიმართ ისრაჱლისა: გამომიძიეთ მე და სცხონდეთ.

5 და ნუ გამოეძიებთ ბეთილსა და გალგალად მიმართ ნუ შეხუალთ. და ჯურღმულსა ზედა ფიცისასა ნუ აღხუალთ, რამეთუ გალგალაჲ დატყუევებული ტყუე იქმნეს. და ბეთელ იყოს, ვითარცა არაყოფილი.

6 გამოიძიეთ უფალი და ცხონდით, რათა არა აღენთოს, ვითარცა ცეცხლი, სახლი იოსებისი და შეჭამოს იგი. და არა იყოს დამშრეტელ სახლსა ისრაჱლისას,

7 რომელი იქმს სიმაღლედ მსჯავრსა და სიმართლე ქუეყანასა ზედა დადვა

8 რომელი იქმს ყოველთა და გარდაჰმზადებს და ქცეულ-ჰყოფს ცისკრად, აჩრდილსა სიკუდილისასა და დღისა ღამეებად გარდამზადი, რომელი მოუწოდს წყალსა ზღჳსასა და მიჰფენს მას პირსა ზედა ქუეყანისასა, უფალი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.

9 განმყოფელი შემუსრვისაჲ ძალსა ზედა და სისუსტისა სიმაგრესა ზედა მომწევნელი

10 მოიძულეს ბჭეთა ზედა მამხილებელი და სიტყუა ღირსი მოიძაგეს.

11 ამისთჳს მის წილ, რომელ დაჰქენჯნიდეს გლახაკთა და ძღუენთა რჩეუთა შეიწყნარებდით მათგან, სახლნი ხუეწილნი აშენენით და არ დაემკჳდრნეთ მათ შინა; ვენაჴოვანნი გულისსათქმელნი დაჰნერგენით და არა ჰსუათ ღჳნოჲ მათი,

12 რამეთუ ვცნენ მრავალნი უთნოობანი თქუენნი და ძლიერ არიან ცოდვანი თქუენნი, დამთრგუნველნი მართლისანი, მიმხუმელნი საცვალებელთანი და დავრდომილთანი შორის ბჭისა მიმდრეკელნი

13 ამისთჳს, რომელი გულისჴმა-ჰყოფდეს, მას ჟამსა შინა დადუმნეს, რამეთუ ჟამი ბოროტი არს

14 გამოიძიეთ კეთილი და ნუ ბოროტი, რათა სცხონდეთ და იყოს ესრეთ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, თქვენ თანა, ვითარსახედ სთქუთ.

15 უკუეთუ მოვიძულენით ბოროტნი და შევიყუარენით კეთილნი და დაემტკიცოს ბჭეთა ზედა მსჯავრი, რათა შეიწყალნეს უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან დაშთომილნი იოსებისნი.

16 ამისთჳს, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, შორის ყოველთა უბანთა ტყება, და შორის ყოველთა გზათა ითქუას: ვაჲ, ვაჲ. წოდებულ იქმნეს მუშაკი გლოვად და ტყებად და მეცნიერთადმი გოდებისათა,

17 და ყოველთა ზედა გზათა ტყება, რამეთუ განვვლო საშუალ შენსა, თქუა უფალმან.

18 ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა. რასათვის თქუენდა დღე იგი უფლისაჲ? და იგი არს ბნელ და არა ნათელ.

19 ვითარსახედ უკუეთუ ივლტოდის კაცი პირისაგან ლომისა და დაემთხჳოს მას დათჳ და ივლტოდეს სახიდ მიმართ და დადგნეს ჴელნი მისნი კედელსა და უკბინის მას გუელმან.

20 არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა

21 მოვიძულენ და განვიშორებ დღესასწაულთა თქუენთა და არა ვიყნოსო კრებათა შინა თქუენთა

22 მით, რამეთუ, უკუეთუ მომართუნეთ მე ყოვლადდასაწუელნი და მსხუერპლნი თქუენნი, არ შევილწყნარე და სამაცხოვარობოსა ზედმჩენისა თქუენისასა არა მივჰხედნე.

23 გარდაადგინე ჩემგან ოხრაჲ საგალობელთა შენთაჲ და ფსალმუნი ორღანოთა შენთაჲ არა ვისმინო

24 და აღგორდეს, ვითარცა წყალი, საშჯელი და სიმართლე, ვითარცა მდინარე წიაღუვალი

25 ნუ საკლველებსა და მსხუერპლებსა მომართუემდით მე, სახლო ისრაჱლისაო, ორმეოცთა წელთა უდაბნოსა ზედა?

26 და აღიღეთ კარავი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲასი, სახენი მათნი, რომელნი ჰქმნენით თავთა თჳსთათჳს.

27 და გარდაგასახლნე თქვენ მიერ, კერძო დამასკისა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.

<< ← Prev Top Next → >>