1 უჩინო იქმნეს სამარია, რამეთუ წინააღმდგომ იქმნა ღმრთისა მიმართ მისისა, მახჳლისა მიერ დაეცნენ, და მძუძებანი მათნი უჩინო იქმნენ და მუცელქმნულნი მათნი განიბძარნენ.
2 მოიქეც, ისრაჱლ, უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მით, რამეთუ მოუძლურდი უსამართლოებათა მიერ შენთა.
3 მიიხუენით თავთა თქუენთა თანა სიტყუანი, და მოიქეცით უფლისა მიმართ, არქუთ მას: ძალ-გიც მიტევებად ცოდვათა, რამეთუ არა მიიღოთ სიცრუე, და მოიღოთ კეთილი, და მივაგოთ ნაყოფი ბაგეთა ჩუენთა და განშუენდენ კეთილითა გულნი თქუენნი.
4 ასურ ვერ მიჴსნეს ჩუენ, ცხენთა არა ავსხდეთ, არღარა ვთქუათ: ღმერთნი ჩვენნი ქმნილნი ჴელთაგან კაცთაჲსა, რომელი არს შენ შორის, ობოლი შეიწყალოს,
5 და განვკურნო საყოფელი მათი და შევიყუარნე იგინი ერთბამად, რამეთუ მოიქცა გულისწყრომა ჩემი მათგან.
6 ვეყო, ვითარცა ცუარი ისრაჱლსა, აყუავნეს, ვითარცა შროშანი. დ, განიბნეს ძრნი მისნი, ვითარცა ლიგანმან.
7 ვიდოდინ რტონი მისნი, და იყოს, ვითარცა ზეთისხე ნაყოფიერი, და საყნოსი მისი, ვითარცა გუნდრუკი.
8 მოიქცენ და დასხდენ საფარველსა ქუეშე მისსა. ცოცხალ იყუნენ და განმტკიცნენ იფქლითა, და აღყუავნეს, ვითარცა ვენაჴი, საჴსენებელი მისი, ვითარცა ღჳნოჲ ლიბანისაჲ.
9 ეფრემსა - რაჲ არს მისი და კერპთაჲ? მე დავამდაბლე იგი და განვაძლიერო იგი. მე, ვითარცა ნაძჳ შროშანი ამაღლებული. ჩემგან ნაყოფი შენი იპოოს.
10 ვინ არს ბრძენ და გულისხმა-ყუნეს ესენი? გულისხმიერ და ცნეს ესენი მით? რამეთუ წრფელ არიან გზანი უფლისანი და მართალნი ვიდოდიან მათ ზედა, ხოლო უთნონი მოუძლურდენ მათ ზედა. |