ბიბლია, ოსია წინასწარმეტყველი, თავი 13. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10858&pid=30&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ოსია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი იოველ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 სიტყჳსაებრ ეფრემისსა სამართალნი მოიხუნა მან შორის ისრაჱლისსა, და დაუდვა ბაალსა და მოკუდა,

2 და აწ შესძინა ცოდვად და ქმნნეს თავთა თჳსთად გამოდნობილნი ვეცხლისაგან მათისა, ხატებისაებრ კერპთაჲსა ქმნულნი ხუროთანი შესრულებულნი მათთჳს. იგინი იტყჳან: დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი მოაკლდეს.

3 ამისთჳს იყვნენ, ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი, ვითარცა მტუერი განბერული კალოჲსაგან და ვითარცა ორთქლი ცრემლთაგან ნაკუამლევთა.

4 ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე ქუეყანით ეგჳპტით, ღმერთი ჩემგან კიდე არა იცნა და არცა ვინ არის მაცხოვარ ჩემსა გარეშე.

5 მე გმწყსიდი შენ უდაბნოსა, ქუეყანასა უშენსა,

6 საძოვრისა მათისა მახლობელად. ამოროხვით განძღომილ იქმნეს, და გულნი მათნი აღიზუავნეს და დამივიწყეს მე.

7 მეცა ვიქმნე მათთჳს ლომი ძუჲ, ვითარცა ვეფხი გზასა ზედა ასსურასტანისისა.

8 შევემთხჳო მათ, ვითარცა დათჳ უღონოქმნილი, და განვბძარო შეჴშულობა გულისა მათისა და შეშჭამდენ მათ მუნ ლეკუნი მაღნარისანი, მჴეცთა ველისათა განხეთქნენ იგინი.

9 განხრწნილებასა შენსა, ისრაილ, ვინ შეეწიოს?

10 სადა არს მეფე შენი ესე? და განგარინედ შენ ყოველთა შორის ქალაქთა შენთა. გშმჯიდენ შენ, რომელ სთქუ: მომეც მე მეფე და მთავარი.

11 და მიგეც შენ მეფე რისხვითა ჩემითა და ვჰგებდ გულისწყრომასა შინა ჩემსა.

12 გრიგალი სიცრუჲსაჲ ეფრემ, დაფარულ ცოდვაჲ მისი.

13 და სალმობანი, ვითარცა შობადისანი, მოვიდენ მისსა. ესე არს ძე შენი ცნობილი მით, რამეთუ აწ ვერ დაუთმოს შემუსრვასა შვილთასა.

14 ჴელისაგან ჯოჯოხეთისა ვიჴსნნე იგინი და სიკუდილისაგან ვიჴსნნე იგინი. სადა არს ძლევაჲ შენი, სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო? ნუგეშინის-ცემაჲ დაფარულ არს თვალთაგან ჩემთა

15 მით, რამეთუ ამან საშუალ ძმათა განწვალოს, მოაწიოს ცეცხლი, ქარი უფალმან უდაბნოჲთ მათ ზედა, და განაჴმნეს ძარღუნი მისნი და მოაოჴრნეს წყარონი მისნი. ამან განაჴმოს ქუეყანაჲ მისი და ყოველნი ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი.

<< ← Prev Top Next → >>