ბიბლია, ოსია წინასწარმეტყველი, თავი 12. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10857&pid=30&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ოსია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი იოველ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 ხოლო ეფრემ ბოროტსა სულსა სდევდა სიცხესა დღესა სრულსა, ცუდთა და ამაოთა განამრავლებდა და აღთქუმასა ასსურასტანელთა თანა აღსთქმიდა, და ზეთი ეგჳპტედ შევიდოდა,

2

3 და საშჯელი უფლისაჲ იუდაჲს მიმართ შურის-გებად იაკობისა გზათაებრ მისთა და სიმარჯუეთაებრ მისთა მიაგოს მას.

4 შორის მუცლისა განწიხნა ძმაჲ თჳსი და შრომათა მიერ მისთა განძლიერდა ღმრთისა თანა.

5 განძლიერდა ანგელოზისა თანა და შეუძლო, რამეთუ ტიროდეს და მევედრნეს მე, სახლსა შინა ონისსა მპოვეს მე და მუნ ითქუა მათდა მიმართ.

6 ხოლო უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი იყოს მოსაჴსენებელ მისსა.

7 და შენ ღმრთისა ჩუენისა მიიქცე, წყალობა და მსჯავრი დაიცევ და მიეახლე ღმრთისა მიმართ შენისა მარადის.

8 ქანაან, ჴელსა შინა მისსა სასწორი უსამართლოებისა, მიმხუეჭელობა შეიყუარა.

9 და თქუა ეფრემ: გარნა განვმდიდრდი, ვპოე აღმოფშჳნვაჲ მის შორის. ყოველნი შრომანი მისნი არა იპოვნენ მისსა, სიცრუისა მიერ ცოდა.

10 ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, აღმომყვანებელი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, მერმეცა დაგამკჳდრებ შენ კარავთა შინა, ვითარცა დღეთა დღესასწაულისათა.

11 და ვთქუა წინაწარმეტყველთა მიმართ, და მე ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე.

12 არა თუ გალაად არს, ტყუილ სადმე იყვნეს გალგას მთავარნი მემსხუერპლენი და მსხუერპლისსაცავნი მათნი, ვითარცა კუვები, კორდსა ზედა ველსა.

13 და განეშორა იაკობ ველად ასურეთისა, და ჰმონა ისრაილ დედაკაცისათჳს, და დედაკაცისათჳს დაიცვა.

14 და წინაწარმეტყუელისა მიერ აღმოიყვანა უფალმან ისრაილი ქუეყანისაგან ეგჳპტისა და წინაწარმეტყუელისა მიერ დაცვულ იქმნა.

15 განამწყრალა ეფრემ და განარისხა, და სისხლი მისი მას ზედავე გარდაესხას, და ყუედრება მათი მიაგოს მათ უფალმან.

<< ← Prev Top Next → >>