ბიბლია, ოსია წინასწარმეტყველი, თავი 4. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10849&pid=30&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ოსია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი იოველ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ არს მკჳდრთა თანა ქუეყანისათა, რამეთუ არა არს ჭეშმარიტება, არცა წყალობა და არცა მეცნიერება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა.

2 წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა და სიძვა განფენილ არს და სისხლთა სისხლსა შერევენ.

3 ამისთჳს იგლოვდინ ქუეყანაჲ და დასულბენ ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან, მჴეცნი უდაბნოსანი და მფრინველნი ცათანი და თევზნი ზღჳსანი მოკრბენ.

4 და არა ვინ იყოს განმსჯელ მათა და არცა მამხილებელ, ხოლო ერი ჩემი, ვითარცა მღდელი მაშფოთებელი.

5 მოუძლურდენ დღენი და მოუძლურდენ წინაწარმეტყუელნი შენ თანა, და ღამესა დავადუმო დედა შენი.

6 მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყო მეცნიერება, რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი.

7 სიმრავლისაებრ მათისა შემცოდეს მე, ეგრეთვე დიდება მათი სირცხჳლად გარადავსცვალო.

8 ცოდვასა ჭამენ ერი ჩემი და უსჯულოებამან მათმან აღამცირნა სულნი მათნი.

9 ვითარცა იყვნენ ერი, ეგრეთვე მღდელნი, და შურ-ვიგო მათ ზედა გზათაებრ მათგან და გულისსიტყუათაებრ მათისა მივაგო მათ.

10 სჭამდენ, ვერ განძღენ, მრუშობდენყე და არ დასცხრეს, ამისთჳს დაუტევეს უფალი არა დაცვითა.

11 სიძვამან, ღჳნომან და ანკანაკებამან გულნი მიუღნეს.

12 ერი ჩემი შეშისა მიერ იმისნვიდა და კუერთხებითა მითხრობდენ. აჰა, სულმან სიძვისამან შეაცთუნა და იმრუშეს ღმრთისაგან მათისა.

13 თხემთა მათთასა უზორვიდენ და ბორცვებთა ზედა დასწვიდენ რკოსა ქუეშე და ხესა ჩრდილოანსა, რამეთუ კეთილ არს საფარველი: ამისთჳს ისიძვენ ასულნი თქუენნი და სძალნი თქუენნი იმრუშებენ.

14 და არა მოვიხილო მე ასულთა თქუენთა ზედა, ოდეს ისიძვიდენ, არცა სძალთა თქუენთა ზედა, ოდეს იმრუშებდენ, რამეთუ იგინი მეძავთა თანა შეისვარვოდეს და მგებელთა თანა უზორვიდეს და ერი გულისხმისმყოფელი შეეთხზვოდა მეძავთა თანა.

15 ხოლო შენ, ისრაჱლ, ნუ უმეცარ ხარ, და იუდა, ნუ შეხუალთ გალგალად და ნუ აღხუალთ სახიდ მიმართ უსამართლოებისა, და ნუ ჰფუცავთ ცხოველსა უფალსა,

16 ვითარცა დიაკეული მტრიობალი, მტრიობალ იქმნა ისრაჱლი. აწ აძოვნეს იგინი უფალმან, ვითარცა კრავნი, ფართოსა შინა.

17 შემყოფმან კერპთამან ეფრემ დაუდვა მას საბრჴე, სათნო იყუნა ქანანელნი,

18 მსიძავნი განმეძვნეს, შეიყუარეს უპატიოებაჲ ფრტჳნვისაგან მისისა.

19 სტჳნვაჲ სულისაჲ სტჳნავს შორის ფრთეთა მისთა და ჰრცხუენოდის მსხუერპლისსაცავთა მისთაგან.

<< ← Prev Top Next → >>