ბიბლია, დანიელ წინასწარმეტყველი, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10833&pid=29&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დანიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 წელსა შინა მეორესა მეფობისა ნაბუქოდონოსორისსა იძილისშორისა ნაბუქოდონოსორმან ძილისშორისი და განჰკრთა სული მისი და ძილი მისი განიქმნა მისგან.

2 და თქუა მეფემან მოწოდებაჲ მსახრვალთა და მოგუთა და მეწამლეთა და ქალდეველთაჲ მითხრობად მეფისა ძილისშორისი მისი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე მეფისა.

3 და ჰრქუა მათ მეფემან: ძილისშორისი ვიძილისშორისე და განჰკრთა სული ჩემი ცნობად ძილისშორისსა.

4 და ჰრქვეს ქალდეველთა მეფესა ასურებრ: მეფე, საუკუნეთამი ცოცხლებდ! შენ უთხარ ძილისშორისი ყრმათა შენთა და თანშეტყუება მისი მიგითხრათ.

5 მიუგო მეფემან და ჰრქუა ქალდეველთა: სიტყუა განმეყენა ჩემგან. უკუეთუ უკუე არა მაუწყოთ მე ძილისშორისი და თანშეტყუება მისი, წარსაწყმედელად იყუნეთ და სახლნი თქუენნი იავარ-იქმნენ.

6 ხოლო უკუეთუ ძილისშორისი და შეტყუება მისი მაუწყოთ მე, საცემელნი და ნიჭნი და მრავალი პატივი მიიღოთ ჩემგან, გარნა ძილისშორისი და თანაშეტყუება მისი მომითხართ მე.

7 მიუგეს მეორედ და თქუეს: მეფემან უთხარნ ძილისშორისი ყრმათა მისთა და თანშეტყუება მისი მიუთხრათ.

8 და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ჭეშმარიტებისა თანა უწყი მე, ვითარმედ ჟამი თქვენი მოწევნულ არს, ვითარცა უწყით, რამეთუ განმეყენა ჩემგან სიტყუაჲ.

9 უკეთუ უკუე ძილისშორისი არა მომითხრათ მე, და უწყი, ვითარმედ სიტყვა მტყუარი და განხრწნილი თანდასდევით თქუმად წინაშე ჩემსა, ვიდრემდის არა ჟამი წარჴდეს, ძილისშორისი ჩემი მითხართ მე, და ვცნა, ვითარმედ თანშეტყუებასაცა მისსა მომითხრობთ მე.

10 მიუგეს კუალად ქალდეველთა წინაშე მეფისა და თქუეს: არა არს კაცი ჴმელსა ზედა, რომელი სიტყჳსა უწყებად მეფისა შემძლებელ იქმნეს, ვინაჲთგან ყოველი მეფე დიდი და მთავარი სიტყუასა ეგევითარსა არა ჰკითხავს ყოველსა მსახრვალსა, მოგუსა ქალდეველსა,

11 რამეთუ სიტყვა, რომელსა მეფე იკითხავს, მძიმე არს, და სხუა არა არს, რომელმან მიუთხრას იგი წინაშე მეფისა, გარნა თუ ღმერთნი, რომელთაჲ არა არს მკჳდრობაჲ ყოვლისა თანა ჴორცისა, ვინაჲცა არ ეგების ქმნაჲ, ვითარ ჰგონებ.

12 მაშინ მეფემან გულისწყრომისა მიერ და რისხვისა მრავლისა თქუა წარწყმედა ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათა,

13 და რწმენაჲ გამოვიდა და ბრძენნი მოიკლვოდეს, და იძინეს დანიილ და მოყუასნი მისნი სიკუდილად.

14 მაშინ დანიილმან მიუგო განზრახვაჲ და ჯერ-ჩინებაჲ არიოქს, მთავარმზარაულსა მეფისასა, რომელი გამოვიდა მოწყუედად ბრძენთა ბაბილონისათა, და ჰკითხვიდა მას მეტყუელი: მთავარო მეფისაო,

15 რაჲსათჳს გამოვიდა ჯერ-ჩინებაჲ ესე უსახური პირისაგან მეფისა? მაშინ აუწყა სიტყვა არიოქმან დანიილს.

16 და დანიილი შევიდა და ევედრა მეფესა, რჲთა ჟამი მისცეს მას და თანშეტყვება მისი მიუთხრას მეფესა.

17 და შევიდა დანიილი სახიდ თჳსა, და ანანიას და მისაილს და აზარიას აცნობა სიტყუა,

18 და წყალობათა ეძიებდა ღმრთისაგან ცისაჲსა საიდუმლოჲსა ამისთჳს, რათა არ წარწყმდენ დანიილი და მეგობარნი მისნი ნეშტთა თანა ბრძენთა ბაბილონისათა.

19 მაშინ დანიილსა ჩუენებასა შინა ღამისასა საიდუმლოჲ გამოეცხადა და აკურთხა ღმერთი ცისაჲ დანიილმან.

20 და თქუა: იყავნ სახლი ღმრთისაჲ კურთხეულ საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე, რამეთუ სიბრძნე და გულისხმის-ყოფაჲ და ძალი მისი არს

21 და იგი სცვალებს წამთა და ჟამთა, დაადგენს მეფეთა და გარდაადგენს, მისცემს სიბრძნესა ბრძენთა და ცნობასა მეცნიერთა გულისხმის-ყოფისათა,

22 იგი გამოაცხადებს ღრმათა და დაფარულთა, მეცნიერი ბნელისშინათაჲ, და ნათელი მის თანა არს.

23 შენ, ღმერთსა მამათა ჩემთასა, აღგიარებ და გაქებ, რამეთუ სიძრძნე, ძალი მომეც მე და მაუწყენ მე, რომელნი ვითხოენით შენგან და სიტყუაჲ მეფისაჲ მაუწყე მე.

24 და მოვიდა დანიილ არიოქის მიმართ, რომელი დაადგინა მეფემან წარწყმედად ბრძენთა ბაბილონისათა, და ჰრქუა მას: ბრძენთა მათ ბაბილონისათა ნუ წარსწყმედ, ხოლო შემიყვანე მე წინაშე მეფისა და თანშეტყუებაჲ ჩუენებისაჲ მიუთხრა მეფესა.

25 მაშინ არიოქმან სწრაფისა თანა შეიყვანა დანიილ წინაშე მეფისა და ჰრქუა მას: ვპოე მამაკაცი ძეთა შორის ტყუეობისა იუდაჲსთა, რომელმანცა თანშეტყუებაჲ მიუთხრას მეფესა.

26 და მიუგო მეფემან და ჰრქუა დანიილსა, რომლისა სახელი ვალტასარ: უკუეთუ ძალ-გიც თხრობად ჩემდა ძილისშორისი, რომელი ვიხილე, და თანშეტყუება მისი?

27 და მიუგო დანიილმან წინაშე მეფისა და თქუა: საიდუმლოჲ, რომელსა მეფე იკითხავს, არა არს ბრძენთა, მოგუთა, მსახრვალთა, ზაღარინელთაჲ მითხრობად მეფისა.

28 არამედ არს ღმერთი ცისა შორის გამომაცხადებელი საიდუმლოჲსაჲ. და აუწყნა მეფესა ნაბუქოდონოსორს, რომელნი ჯერ-არიან ქმნად უკუანაჲსკნელთა დღეთასა, ძილისშორისი შენი და ხილვაჲ თავისა შენისა საწოლსა ზედა შენსა, ესე არს, მეფე,

29 გულისზრახვანი შენნი საწოლსა შენსა ზედა აღვიდეს, რაჲ ჯერ-არს ქმნად ამათსა შემდგომად და გამომაცხადებელმან საიდუმლოთამან მაუწყნა მე, რომელთაჲ ჯერ-არს ქმნაჲ.

30 და მე არა სიბრძნისა მიერ მყოფისა ჩემ შორის უფროს ყოველთა ცოცხალთასა საიდმლოჲ ესე გამომიცხადა, არამედ თანშეტყუებასა უწყებისათჳს მეფესა, რაჲთა გულისზრახვანი გულისა შენისანი სცნნე.

31 შენ, მეფე, ჰხედევდ, და, აჰა, ხატი ერთი დიდი. და ხატი იგი და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა, და ხილვაჲ მისი საშინელ, ხატი,

32 რომლისა თავი ოქროჲსა წმიდისა, ჴელნი და მკერდი და მკლავნი მისნი ვეცხლნი, მუცელი და თეძონი რვალისა,

33 და ბარკალნი რკინანი, ფერჴნი კერძოჲთა, რომლითამე უკუე რკინისანი, და კერძოჲთა კეცისანი.

34 ჰხედევდ, ვიდრე არა გამოეკუეთა ლოდი მთისაგან თჳნიერ ჴელთასა, და დაეკუეთა ხატსა ფერჴთა ზედა რკინისათა და კეცისათა, და დააწულილნა იგინი სრულიად.

35 მაშინ დამწულილდეს ერთბამად კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, და იქმნეს, ვითარცა მტუერი კალოჲსაგან ზაფხულისაჲსა, და აღიღო იგი სიმრავლემან სულისამან, და ყოველი ადგილი არა იპოვა მათი, და ლოღი დაკუეთებული ხატისაჲ იქმნა მთა დიდ, და აღავსო ყოველი ქუეყანა.

36 ესე არს ძილისშორისი და თანშეტყუებაჲ მისი ვთქუათ წინაშე მეფისა.

37 შენ, მეფე, მეფეჲ მეფეთაჲ, რომელსა ღმერთმან ცისამან მეფობაჲ ძლიერი და მტკიცე და პატიოსანი მოგცა შენ.

38 ყოველსა შორის ადგილსა, სადა მკჳდრ არიან ძენი კაცთანი, მჴეცნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, მოგცნა ჴელსა შინა შენსა, და დაგადგინა შენ უფლად ყოველთა; შენ ხარ თავი ოქროჲსაჲ.

39 და შემდგომად შენსა აღდგეს მეფობაჲ სხუაჲ, უდარესი შენი, და მეფობაჲ მესამე, რომელ არს რვალი, რომელი ეუფლოს ყოველსა ქუეყანასა,

40 და მეფობაჲ მეოთხე იყოს ძლიერ, ვითარცა რკინაჲ, რამეთუ, ვითარსახედ რკინაჲ დაამწულილებს და დაჰმწყსის ყოველთა, ეგრეთ დაამწულილნეს და დამწყსნეს ყოველნი.

41 და რამეთუ იხილენ ფერჴნი და თითნი კერძოდ უკუე რკინისანი და კერძოდ კეცისანი - მეფობა განწვალებული იყო და ძირისაგან რკინისა იყო მის შორის, ვითარსახედ იხილე რკინაჲ, აღრეული კეცსა თიჴისასა,

42 და თითნი ფერჴთანი, ზოგნი უკუე რკინისანი, ხოლო ზოგნი კეცისანი, და ზოგი მეფობისაჲ იყოს ძლიერ, და მისგან იყოს შემუსრვილი.

43 და რამეთუ იხილე რკინა, აღრეული კეცსა თიჴისასა, თანაღრეულნი იყუნენ თესლთა შორის კაცთასა და არა იყვნენ თანაღწებულნი, ესრეთსახედ მათსა, ვითარ-იგი რკინა არ თანაღეზავების კეცსა.

44 და დღეთა შინა მათ მეფესათასა აღადგინოს ღმერთმან ცისამან მეფობა, რომელი საუკუნეთადმი არა განიხრწნას, და მეფობაჲ მისი ერსა სხუასა არა დაუშთეს და დააწულილნეს და განფიწლნეს მეფობანი ყოველნი, და იგი აღდგეს საუკუნეთადმი.

45 ვითარგუარად იხილეს, რამეთუ მთისაგან გამოეკუეთა ლოდი თჳნიერ ჴელთასა, და დააწულილა კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, - ღმერთმან დიდმან აუწყა მეფესა, რომელთა ჯერ-არს ქმნა ამათი, და ჭეშმარიტი ძილისშორისი და სარწმუნო თანშეტყუებაჲ მისი.

46 მაშინ მეფე ნაბუქოდონოსორ დავარდა პირსა ზედა და დანიელსა თაყუანი-სცა და მანანაჲ და სულნელნი შეწირნა მისსა.

47 და მიმგებელმან მეფემან ჰრქვა მას: ჭეშმარიტებით ღმერთი თქუენი იგი არს ღმერთ ღმერთთა, და უფალი უფალთა, და მეუფე მეფეთა და გამომაცხადებელ საიდუმლოთა, რამეთუ შეუძლე გამოცხადებად საიდუმლოჲ ესე.

48 და განადიდა მეფემან დანიილ და საცემელნი დიდნი და მრავალნი მისცნა მას. და დაადგინა იგი ყოველსა ზედა სოფელსა ბაბილონისასა და მთავრად სატრაპესთა და ყოველთა ზედა ბრძენთა ბაბილონისათა.

49 და დანიილმან ითხოვა მეფისაგან და დაადგინნა საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა სედრაქ, მისაქ და აბედნაქო. და დანიილ იყო ეზოსა შინა მეფისა.

<< ← Prev Top Next → >>