1 და ესე სახელები ტომებისაჲ დასაბამისაგან ჩრდილოჲთკერძისა ადგილით კერძო შთასლვისა განმხეთქელისა შესავალსა თანა ემათ; ეზოსა ავნანისსა საზღუარი დამასკისაჲ ჩრდილოდ კერძო. ნაწილისა კერძ ეზოსა ემათისსა, და იყვნენ მათდა აღმოსავალთაჲთკერძონი ვიდრე ზღუადმდე დანისსა - ერთი.
2 და საზღვართაგან დანისთა აღმოსავალთაჲთ კერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ასირისსა - ერთი.
3 და საზღვართაგან ასირისთა აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ნეფთალიმისა, - ერთი.
4 და საზღვართაგან ნეფთალემისთა - აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე მანასისსა - ერთი.
5 და საზღვართაგან მანასისთა აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ეფრემისსა - ერთი.
6 და საზღვართაგან ეფრემისთა აღმოსავალთაჲთკერძოთგან ვიდრე ზღუამდე რუბინისსა - ერთი.
7 და საზღვართაგან რუბინისთა აღმოსავალთაჲთათკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე იუდაჲსა - ერთი.
8 და საზღვართაგან იუდაჲსთა აღმოსავალთათკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე იყოს დასაბამი განჩინებისაჲ ხუთ და ოც ათასეულნი სივრცით და სიგრძით, ვითარცა ერთი ნაწილთაგანი აღმოსავალთაჲთკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე, და იყოს წმიდაჲ შორის მათსა.
9 დასაბამი, რომელსა განუჩინებენ უფალსა, სიგრძე ხუთ და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეულ.
10 და ესე იყავნ დასაბამ წმიდათა მღდელთათჳს ჩრდილოდ მიმართ ხუთ და ოც ათასეულ და ზღუად მიმართ სივრცე ათი ათასეული და აღმოსავალთაჲთ მიმართ ათი ათასეული და ჩრდილოდ მიმართ სიგრძე ხუთ და ოც ათასეული და უფლისაჲ წმიდაჲ იყოს შორის მათსა.
11 მღდელთათჳს განწმედილთა, ძეთა სადდუკისთა, რომელნი სცვენ საცავთა სახლისათა, რომელნი არ შესცთეს ცთომასა შინა ძეთა ისრაჱლისათასა ვითარსახედ სცთეს ლევიტელნი,
12 და იყავნ მათდა დასაბამი მიცემული დასაბამთაგან ქუეყანისათა წმიდაჲ წმიდათა, საზღვართაგან ლევიტელთაჲსა.
13 ხოლო ლევიტელთა მახლობელნი საზღვრებსა მღდელთასა, სიგრძე ყოველი ხუთი და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეული.
14 არა განისყიდოს მათგანი, არცა განიზომოს, არცა განეხუნენ პირველნი ნაშრომნი ქუეყანისანი, რამეთუ წმიდაჲ უფლისაჲ არს.
15 ხოლო ხუთთა ათასეულთასა მეტნი სივრცესა შინა ხუთთა ზედა და ოცთა ათასეულთა გარემოზღუდვილობა იყავნ ქალაქისა სამკჳდრებელად და ხანად მისსა. და იყოს ქალაქი შორის მისსა.
16 და ესე საზომნი მისნი აღმოსავალითკერძოთაგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ჩრდილოჲთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ. და სამხრითკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ზღჳთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ.
17 და იყოს განხანებულ ქალაქი ჩრდილოდ მიმართ - ორას ერგასის და ზღუად მიმართ - ორას ერგასის და სამხრად მიმართ - ორას წყრთა და აღმოსავალთა მიმართ - ორას ერგასის.
18 და ნამეტნავი სიგრძისა, მახლობელი დასაბამისა წმიდათაჲსა, ათი ათასეული აღმოსავალთაჲთ კერძო, და ათი ათასეული ზღუად მიმართ, და იყვნენ წინაშე დასაბამისა წმიდისაჲსა, და იყვნენ ნაშრომნი მათნი პურებად მოქმედთათჳს ქალაქისათა.
19 ხოლო მოქმედნი ქალაქისანი იქმოდეთ მათ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა.
20 ყოველი დასაბამი ხუთ და ოც ათასეულ ხუთსა ზედა და ოცსა ათასეულსა ოთხ კედელსა განუჩინეთ იგი დასაბამად წმიდისა-დაპყრობისაგან ქალაქისა.
21 ხოლო ნამეტნავი - წინამძღუარსა ამისგან და იმისგან, დასაბამი წმიდათაჲ დასაპყრობელად ქალაქისა პირისპირ ხუთ და ოც ათას სიგრძით, საზღვართაგან აღმოსავალადმიმართთა და ზღუადმიმართთა პირსა ზედა ხუთ და ოც ათასეულთასა ვიდრე საზღვართამდე ზღუადმიმართთა, მახლობელთა ნაწილებსა წინამძღვრისასა, და იყოს დასაბამი წმიდისა და სიწმიდე სახლისა შორის მათსა.
22 და დაპყრობისაგან ლევიტელთასა და დაპყრობისაგან ქალაქისა საშუალ წინამძღვრისა იყოს, საშუალ საზღვართა იუდაჲსთა და საშუალ საზღვართა ბენიამენისთა წინამძღუარსა ეყოს.
23 და ნეშტი ტომთაჲ აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ვიდრე ზღუადმიმართთამდე ბენიამენს - ერთი.
24 და საზღვართაგან ბენიამენისთა აღმოსავალთათკერძოთაგან ვიდრე ზღვადმიმართამდე სჳმეონს - ერთი.
25 და საზღვართაგან სჳმეონისთა აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ზღუადმიმართთამდე იზაქარს - ერთი.
26 და საზღვართაგან იზაქარისთა აღმოსავალადმიმართთაგან ზღუადმიმართთამდე ზაბულონს - ერთი.
27 და საზღვართაგან ზაბულონისთა აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ვიდრე ზღუადმიმართთამდე გადს - ერთი.
28 და საზღვართაგან გადისთა ვიდრე სამხრადმიმართთამდე იყვნენ საზღვარნი მისნი თემანითგან და წყლით მარიმოთისა - კადე, სამკვიდრებელად ვიდრე ზღუადმდე დიდად.
29 ესე ქუეყანაჲ, რომელი განუჩინოთ ნაწილად ტომთა ისრაილისათა, და ესე ნაწილნი მათნი, - იტყჳს ადონაი უფალი.
30 - და ესე განსავალნი ქალაქისანი ჩრდილოთ კერძონი - ხუთას და ოთხგზის ათასნი საზომით.
31 და ბჭეები ქალაქისა სახელ-სდვეს ტომთა ისრაჱლისათა: ბჭენი სამნი ჩრდილოჲთ კერძო, ბჭე რუბენისი - ერთი, ბჭე იუდაჲსი - ერთი, და ბჭე ლევისი - ერთი.
32 და აღმოსავალთაჲთკერძონი, ოთხ გზის ათასი და ხუთასი საზომი, და ბჭენი სამნი: ბჭენი იოსეფისი ერთი, და ბჭე ბენიამენისი - ერთი და ბჭე დანისი - ერთი.
33 და სამხრადმიმართნი ოთხ ათას დახუთას საზომით, და ბჭენი სამ: ბჭე სჳმეონისი - ერთი, ბჭე იზაქარისი - ერთი, და ბჭე ზაბულონისი - ერთი.
34 და ზღუადმიმართნი ოთხგზის ათას და ხუთას საზომით. და ბჭენი სამ: ბჭე გადს - ერთი და ბჭე ასირისი - ერთი და ბჭე ნეფთალემისი - ერთი.
35 მომრგულივ ათვრამეტ ათასეულებ. და სახელი ქალაქისაჲ, რომლისაგან დღისა იქმნას, უფალი მუნ იყოს - სახელი მისი. |