1 და იქმნა მეათორმეტესა წელსა, მეათორმეტესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
2 ძეო კაცისაო, აღიღე გოდება მეფობასა ზედა ფარაო ეგჳპტისაჲსასა და ჰრქუა მას: ლომსა წარმართთასა ემსგავსე შენ; და ვითარცა ვეშაპი ზღჳსშინაჲ, და ურქენდი მდინარეთა შორის შენთა და აღამარღჳე წყალი ფერჴებითა შენითა და დასთრგუნევდ მდინარეთა შენთა.
3 ამას იტყჳს ადონაი უფალი: და გარემოვასხნე შენ ზედა ბადენი ჩემნი შესაკრებელსა ერთა მრავალთასა და აღმოგიღო შენ სამჭედურითა ჩემითა
4 და განგართხა შენ ქუეყანასა ზედა, პირსა ზედა ველისასა დაგამჴუა შენ, ველნი განძღენ შენგან. და დაგასხნე შენ ზედა ყოველნი მფრინველნი ცისანი და განვაძღნე შენგან ყოველნი მჴეცნი ყოვლისა ქუეყანისანი.
5 და მივსცნე ჴორცნი შენნი მთათა ზედა და აღვავსო სისხლისაგან შენისა ყოველი ქუეყანაჲ.
6 და მოირწყოს ქუეყანაჲ წუთხთაგან შენთა სიმრავლისაგან შენისა მთათა ზედა; და ჴევნებნი აღივსნეს შენგან.
7 და დავფარო ცაჲ დაშრეტასა შინა შენსა და დავაბნელნე ვარსკულავნი მისნი, მზე ღრუბლისა მიერ დავფარო და მთოვარემან არა აჩუენოს ნათელი თჳსი.
8 ყოველნი მნათობნი ცისანი დავაბნელნე შენ ზედა და მივსცე ბნელი ქუეყანასა ზედა შენსა, - იტყჳს ადონაი უფალი.
9 და განვარისხო გული ერთა მრავალთაჲ, ოდეს-იგი განვავლინო ტყუეობაჲ შენი წარმართთა შორის ქუეყანად, რომელი არა უწყოდე.
10 და დაწუხდენ შენ ზედა ნათესავნი მრავალნი, და მეფენი მათნი განკრთომით განჰკრთენ და ფრინვასა შინა მახჳლისა ჩემისასა წინაშე პირსა მათსა, მომლოდენი დაცემასა მათსა დღითგან დაცემისა შენისაჲთ,
11 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მახჳლი მეფისა ბაბილოვნისაჲ მოიწიოს შენ ზედა.
12 მახჳლებითა გმირთაჲთა და შთამოვაქუეო ძალი შენი, ბუგრნი წარმართთაგან ყოველთა, და წარწყმიდონ გინებაჲ ეგჳპტისა და შეიმუსროს ყოველი ძალი მისი.
13 და წარვწყმიდნე ყოველნი საცხოვარნი მისნი წყლისა მიერ მრავლისა და არა აღთქუეფოს იგი ფერჴმან კაცისამან არა მერმე და კუალმან საცხოვრისამან არა დატკებნოს იგი ესრეთ.
14 მაშინ დაყუდნენ წყალნი მათნი და მდინარენი მათნი, ვითარცა ზეთნი, ვიდოდიან, - იტყჳს ადონაი უფალი.
15 ოდეს მივსცე ვგჳპტე წარსაწყმედელად და მოვაოჴრო ქუეყანაჲ სავსებითურთ მისით, ოდეს განვსთესნე ყოველნი დამკჳდრებულნი მის შორის, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.
16 გოდებაჲ არს და ჰგოდებდენ მას; და სულნი წარმართთანი ჰგოდებდენ მას ეგჳპტესა ზედა და ყოველსა ზედა ძალსა მისსა ჰგოდებდენ მას, - იტყჳს ადონაი უფალი.
17 და იყო მეათორმეტესა შინა წელსა, პირველსა თთუესა, მეათხუთმეტესა თთჳსასა, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
18 ძეო კაცისაო, გოდებდ ძალსა ზედა ეგჳპტისასა და მიდრეკილმან მოიზიდე იგი და შთაიყვანენ ასულნი მისნი, წარმართთა მკუდარნი, სიღრმედ ქუეყანისა, შთამავალთა მიმართ მღჳმედ.
19 წყალთაგან შუენიერთა შთავიდეს და დაიძინოს წინადაუცუეთელთა თანა.
20 საშუალ წყლულთა მახჳლისათა დაეცნენ მის თანა და დაიძინოს ყოველმან ძალმან მისმან.
21 და გრქუან შენ გმირთა: სიღრმესა შინა მთხრებლისასა იქმენ, ვისსა უმჯობეს ხარ? შთავედ, დაიძინე წინადაუცვეთელთა თანა, საშუალ წყლულთა მახჳლისათა.
22 მუნ ასსურ და ყოველი შესაკრებელი მისი, ყოველნი წყლულნი მუნ.
23 მიეცეს საფლავი მათი სიღრმესა შინა მთხრებლისასა; და იყოს შესაკრებელი მისი გარემოჲს საფლავისა მისისა, ყოველნი წყლულნი დაცემულნი მახჳლითა, რომლთა მისცნეს საფლავნი მათნი ნაწილთა შორის ჴნარცჳსათა. და იქმნა შესაკრებელი გარემო, შორის საფლავისა მისისა; ყოველთა მათ წყლულთა, დაცემულთა მახჳლითა, იხილეს საფლავი მისი ქუეყანასა შინა ცხორებისასა და მოიღონ ტანჯვაჲ მათი შთაყვანებადთა თანა მთხრებლად.
24 მუნ ელამ და ყოველი ძალი მისი გარემოჲს საფლავისა მისისა და ყოველი სიმრავლე მისი, ყოველნი წყლულნი, დაცემულნი მახჳლებითა, და შთამავალნი, წინადაუცვეთელნი ქუეყანად სიღრმესა, რომელთა მისცეს შიში მათი ქუეყანასა ზედა ცხოვრებისასა და მოიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მღჳმედ, საშუალ წყლულთასა
25 მიეცა საწოლი მისი, ყოვლისა თანა სიმრავლისა, თითოეულისა გარემოჲს საფლავი მისი, ყოველთა წინადაუცვეთელთა წყლულთა მახჳლითა.
26 მუნ მიეცნეს მოსოქ და თობელ და ყოველი ძალი თითოეულისა მათისა, საფლავისა მისისა გარემოჲსთაგანისა, ყოველნი წყლულნი მათნი, ყოველნი წინადაუცვეთელნი, წყლულნი მახჳლისა მიერ, მიმცემელნი შიშსა მათსა ქუეყანასა ზედა ცხორებისასა.
27 და დაიძინეს გმირთა თანა, დაცემულთა საუკუნეთა და საუკუნითგან, რომელნი შთავიდეს ჯოჯოხეთად საჭურველთა მათთა თანა საბრძოლელთა; და დასხნეს მახჳლნი მათნი ქუეშე თავთა მათთა, და იქმნეს უსჯულოებანი მათნი ძუალთა ზედა მათთა, რამეთუ ეშიშვოდეს გმირთა ცხორებასა შინა მათსა, და შიში მძლავრთაჲ იყო ქუეყანასა შინა ცოცხალთასა.
28 და შენ შორის წინადაუცუეთელთასა შეიმუსრო და დაიძინო წყლულთა თანა მახჳლითა.
29 მუნ ედომ და მოსოქ, მეფენი მისნი, და ყოველნი მთავარნი მისნი, მიმცემელნი ძალსა მათსა წყლულებად მახჳლისა, ამათ წყლულთა თანა დაიძინეს, შთამავალთა თანა მღჳმედ.
30 მუნ მთავარნი ჩრდილოჲსანი, ყოველნი იგი, ყოველნი ლაშქრის მძღუარნი ასსურისანი, შთამავალნი წყლულნი შიშისა თანა მათისა და ძალისა მათისა, დაიძინეს წინადაუცუეთელთა წყლულთა თანა მახჳლისათა, და წარიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მთხრებლად.
31 იგინი იხილნეს მეფემან ფარაო და ნუგეშინისცემულ იქმნეს ყოველსა ზედა ძალსა მათსა, წყლულებ მახჳლითა ფარაო და ყოველი ძალი მისი, - იტყჳს უფალი, უფალი.
32 რამეთუ მივეც შიში მისი ქუეყანასა ზედა ცხორებისასა, და დაიძინოს შორის წინადაუცვეთელთა წყლულთა მახჳლისათა, ფარაო და ყოველმან სიმრავლემან მისმან, - იტყჳს უფალი, უფალი. |