1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
2 ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და თქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ვალალაე ჵ, ჵ დღე,
3 რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, და მოახლებულ არს დღე ღრუბლისაჲ, და ჟამი წარმართთაჲ იყოს.
4 და მოიწიოს მახჳლი მეგჳპტელთა ზედა, და იყო შფოთი ეთიოპიას შინა, და დაეცნენ წყლულნი ეგჳპტეს შინა, და წარიღონ სიმრავლე მისი და დაეცნენ საფუძველნი მისნი.
5 და დაიჴსნენ სპარსნი, და კრიტელნი, და ლიბრიელნი, და ლჳდნი, და ეთიოპელნი, და ყოველი არაბიაჲ და ყოველნი ზედშემყოფნი, და ძენი აღთქუმისა ჩემისანი მის შორის მახჳლითა დაეცნენ მათ თანა.
6 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და დაეცნენ საფუძველნი ეგჳპტისანი და შთამოქუევდეს გინებაჲ ძალისა მისისა, მაგდალოჲთგან ვიდრე სჳნადმდე მახჳლითა დაეცნენ მის შორის, - იტყჳს ადონაი უფალი.
7 და მოოჴრდეს საშუალ სოფელთა უჩინოქმნილთა და ქალაქნი მათნი საშუალ ქალაქთასა, ქალაქნი მათნი მოოჴრებულნი იყვნენ.
8 და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ოდეს მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და შეიმუსრნენ ყოველნი შემწენი მისნი,
9 მას დღესა შინა გამოვიდენ ქადაგნი მოსწრაფენი უჩინო-ქმნად ეთიოპიისა. და იყოს შფოთი მათ შორის დღესა შინა ეგჳპტისასა, რამეთუ, აჰა, მოიწია.
10 ამათ იტყჳს უფალი, უფალი: და წარვსწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისაჲთა და წარვწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა მისითა.
11 და ერისა მისისაჲთა, მის თანა ბუგრნი წარმართთაგან, მოვლინებულნი წარწყმედად ქუეყანისა. და წარმოაცალიერნენ ყოველთა მახჳლნი მათნი ვგჳპტესა ზედა და აღივსოს ქუეყანაჲ წყლულთა მიერ.
12 და დავსხნე მდინარენი მათნი ოჴრად და განვსცე ქუეყანაჲ ჴელებსა უკეთურთასა და წარვწყმიდო ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴელებითა უცხოთაჲთა, - მე უფალმან ვთქუ.
13 ამათ იტყჳს უფალი ადონაი: და წარვწყმიდნე საძაგელნი და დავაცხრვნე დიდებულნი მემფისაგან და მთავარნი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და არა იყვნენ მერმე. და დავჰკრიბო შიში და ზარი ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
14 და წარვწყმიდო ქუეყანაჲ პათურისა. და მივსცე ცვცხლი ტანისსა ზედა და ვყო შურისგებაჲ დიოსპოლისსა შორის.
15 და განვჰფინო გულისწყრომაჲ ჩემი სანინსა ზედა, ძალსა ეგჳპტისასა, და წარვწყმიდო სიმრავლე მემფისაჲ.
16 და მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და აღძრვით აღიძრას საისი და სჳნი, და დიოსპოლის შინა იყოს განხეთქილებაჲ და გარდაითხინენ წყალნი.
17 ჭაბუკნი მზისქალაქისანი და ვუვასტისანი მახჳლითა დაეცნენ, და დედანი ტყუეობად წარვიდენ.
18 და ტაფნას დაბნელდეს დღე შემუსრვასა ჩემგან მუნ სკიპტრთა ეგჳპტისათასა და წარწყმდეს მუნ გინებაჲ ძალისა მისისაჲ, და იგი ღრუბელმან დაფაროს და ასულნი მისნი ტყუედ წარიყვანნენ.
19 და ვყუნე მსჯავრნი ეგჳპტეს შორის და ცნან მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი.
20 და იყო მეათერთმეტესა წელსა, პირველსა შინა თთუესა, შვიდსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
21 ძეო კაცისაო, მკლავნი ფარაო მეფისა ეგჳპტისანი შევმუსრენ და, აჰა, არ შეიხჳნეს მიცემად მისსა კურნებაჲ, დადებად მის ზედა სალბუნი, მიცემად და განძლიერებად მისსა პყრობად მახჳლისა.
22 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა და შევმუსრნე მკლავნი მისნი ძლიერნი და მორთხმულნი და შემმუსრველნი, და შთამოვაგდო მახჳლი მისი ჴელისაგან მისისა.
23 და განვსთესნე მეგჳპტელნი წარმართთა შორის და განვფიწლნე იგინი სოფლებთა მიმართ.
24 და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილოვნისანი და მივსცე მახჳლი ჩემი ჴელსა მისსა. და მოაწიოს იგი ეგჳპტესა ზედა და წარტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყოს იავარი მისი.
25 და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილონისანი, ხოლო მკლავნი ფარაოჲსნი დავარდენ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, მი-რაჲ-ვსცე მე მახჳლი ჩემი ჴელთა მეფისა ბაბილონისათა და განჰმარტოს იგი ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა.
26 და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა მიმართ და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის. და ცნან ყოველთა მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი. |