ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 17. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10800&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ძეო კაცისაო, მიუთხარ მითხრობაჲ და თქუ იგავი სახლისა მიმართ ისრაჱლისა,

3 და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არწივი დიდი, ქველნაბრდღუენი, ფრთადიდი, ხანიერი განვრცობითა, მკლავმაგარი, სავსე ფრჩხილებითა, რომელსა აქუს მიმართებაჲ შესლვად ლიბანედ, და შევიდა და მიიხუნა ურჩეულესნი ნაძჳსანი,

4 მწუერვალნი სიჩჩოჲსა მისისანი მოჰფხანნა და მოიხუნა იგინი ქუეყანად ქანანისა, ქალაქსა შინა მოზღუდვილსა დასხნა იგინი.

5 და მოიღო თესლისაგან ქუეყანისა და მისცა იგი ველად, ნერგი წყალსა ზედა მრავალსა და ძირნი მისნი მას ზედა იყვნენ, ზედასახედავებად დააწესნა იგინი.

6 და აღმოსცენდა და იქმნა ვენაჴად უძლურად და კნინად სიდიდითა და სახედავად მისსა, და რტონი მისნი მის ზედა და ძირნი მისნი ქუეშე კერძო მისსა იყვნეს; და იქმნა ვენაჴად და ყვნა წიდნენი და განვრცნა ბაბილონი მისნი.

7 და იქმნა სხუაჲ არწივი დიდი, ფრთადიდი და მრავალი ფრჩხილებითა; და, აჰა, ვენაჴი იგი, გარემოხუეული მისდამი, და ძირნი მისნი მისსა მიმართ და რტონი მისნი გამოუვლინნა მას მორწყვად იგი მასკნესა თანა მორჩისაგან ნერგობისა მისისა ველსა ზედა კარგსა,

8 წყალთა შორის მრავალთა, ეგერა, განპოხნების ყოფად მორჩთა და გამოღებად ნაყოფსა, ყოფად ვენაჴად დიდად.

9 ამისთჳს არქუ მათ, იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ წარიმართოს, არა ძირნი მისნი სიჩჩოჲსა მისისანი და ნაყოფი მისი დალპეს და განჴმენ ყოველნი პირველაღმონაცენნი მისნი; და არა მკლავითა დიდითა, არცა ერითა მრავლითა ვყო მოფხურაჲ მისი ძირთაგან მისთა.

10 და აჰა, განპოხნების, ნუსადა წარიმართოს, არა მობერვასა თანა ქარისა ცხელისასა განჴმესა სიჴმელითა მასკნესა თანა აღმოსავალისა მისისასა და ნერგობაჲ მისი განჴმეს?

11 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო,

12 არქუ უკუე სახლსა ამას განმამწარებელსა; არა უწყით, რაჲ არიან ესენი? თქუ მათდამი: აჰა, მოვალს მეფე ბაბილონისაჲ ისრაჱლსა ზედა და მიიღოს მეფე მისი და მთავარნი მისნი და წარიყვანნეს იგინი თავისა თჳსისა თანა ბაბილონდ.

13 და მიიღოს თესლისაგან მეფობისაჲსა და დადვას მის თანა აღთქმაჲ და შეიყვანოს იგი წყევასა შინა და წინამძღუარნი ქუეყანისანი მიიხუნეს.

14 ქმნად სამეფოდ უძლურად ყოვლითურთ არამაღლებად, არამედ დამარხვად აღთქმაჲ მისი და დამტკიცებად იგი.

15 და განდგეს მისგან განვლინებად მიმთხრობელთა ეგჳპტედ, რაჲთა მოსცენ მას ცხენები და ერი მრავალი. უკუეთუ წარემართოს, ანუ განერეს მოქმედი წინააღმდგომთაჲ? და გარდამავალი აღთქმისაჲ უკუეთუ ცხონდეს?

16 ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაჲ უფალი, - არა თუ ადგილსა შინა, რომელსა მეფე, მეფემყოფელისა მისისა, რომელმან უპატივო-ყო ფიცი ჩემი და რომელი გარდაჰჴდა აღთქმასა ჩემსა, მის თანა საშუალ ბაბილონისა აღესრულოს.

17 არა ძალითა დიდითა, არცა ერითა მრავლითა ხოლო ყოს მისდა მიმართ ფარაო ბრძოლაჲ ლაშქრის მოდგმითა და შენებითა ისრის საყენებელთაჲთა აღებად სულთა მრავალთა.

18 და შეურაცხ-ყო ფიცი გარდასლვითა მცნებისაჲთა და, აჰა, მივეც ჴელი მისი და ყოველნი ესე უყვენ მას; არა განერეს.

19 ამისთჳს ვთქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ცხოველ ვარ მე? უკუეთუ არა აღთქუმაჲ ჩემი, რომელსა გარდაჰჴდა, და ფიცი ჩემი, რომელი შეურაცხყო, და მივსცე იგი თავისა მიმართ მისისა.

20 და გარდავჰფინო მის ზედა ბადე ჩემი და მოსრულდეს გარემოდგომასა შინა მისსა; და შთავაწიო იგი ბაბილონდ და განვისაჯო მისა თანა მუნ სიცრუჲსათჳს მისისა რომელი იცრუა ჩემდამო.

21 ყოველთა მიერ ლტოლვათა მისთა და ყოველნი რჩეულნი მისნი ყოველსა შინა წყობასა მისსა მახჳლისა მიერ დაეცნენ და ნეშტნი მისნი ყოვლისა ქარისა მიმართ განვსთესნე; და სცნათ, ვითარმედ მე უფალი ვიტყოდე.

22 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და მივიღო მე რჩეულთაგან ნაძჳსა, მაღლისა თხემისაგან, და მივსცე თავისაგან მწუერვალთა მისთაჲსა, გულისაგან თხემისა მისისა მოვკაფო და დავჰნერგო მთასა ზედა მაღალსა მე.

23 და გამოვჰკიდო იგი მთასა ზედა განსაცხრომელსა ისრაჱლისასა და დავჰნერგო იგი, და გამოიღოს მორჩი, და ყოს ნაყოფი და იყოს ნაძუად დიდად. და განისუენებდეს ქუეშე მისსა ყოველი ქათამი და ყოველმან მფრინველმან ქუე საგრილსა რტოთა მისთასა განისუჱნოს და რტონი მისნი კუალად მოეგნენ.

24 და ცნან ყოველთა ხეთა ველისათა, ვითარმედ მე ვარ უფალი, რომელი დავამდაბლებ ხესა მაღალსა და აღვამაღლებ ხესა მდაბალსა, და განვაჴმობ ხესა ნედლსა და განვამორჩებ ხესა ჴმელსა, მე უფალმან ვთქუ და ვყო.

<< ← Prev Top Next → >>