1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:
2 და შენ, ძეო კაცისაო, რაჲმცა ეყო ხესა ვენაჴისასა ყოველთაგან ნერგთა მყოფთა ხესა შორის მაღნარისათა?
3 უკუეთუ მოიღონ მისგან ძელი შესაქმედ საქმარისა, მოიღონ მისგან მანაჲ დაკიდებად ყოველი ჭურჭელი მის ზედა?
4 თჳნიერ ცეცხლისა მიეცეს განსალეველად, წლითიწლადსა განწმენდასა მისსა განჰლევს ცეცხლი და მოაკლებს სრულიად; ნუ საჴმარ იყოს საქმრად?
5 და არცა მერმე ყოფასაღა მისსა ყოვლად სრულიად არა იყოს საქმრად, რამეთუ ცეცხლმან ღათუ განლიოს იგი სრულიად, უკეთუ შეიქმნას საქმრად მერმე?
6 ამისთჳს ვთქუა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარსახედ ხე ვენაჴისაჲ ხეთა შორის მაღნარისათა, რომელი მივეც ცეცხლსა განსალევნელად იგი, ეგრეთ მივსცნე მკჳდრნი იერუსალჱმს შინა.
7 და მივსცე პირი ჩემი მათ ზედა; ცეცხლისაგან გამოვიდენ და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი განმტკიცებასა შინა პირისა ჩემისასა მათ ზედა.
8 და მივსცე ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად მათ წილ, რომლითა დაეკუეთნეს შეცოდებითა, - იტყჳს ადონაი უფალი. |