ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 10. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10793&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და ვიხილე და, აჰა, ზედაჲთ სამყაროსა, ზეშთა თავისა ქეროვიმთასა, ვითარცა ქვისა საპფირონისა, მსგავსებაჲ სახესა საყდრისასა მათ ზედა.

2 და თქუა კაცისა მიმართ, მოსილისა სამოსლითა: შევედ საშუალ ეტლისთუალთა, ქუეშე კერძოთა ქეროვიმთასა, და აღივსენ მჭელნი შენნი ნაკუერცხლებითა ცეცხლისაჲთა საშუალისაგან ქეროვიმთასა და განაბნიე ქალაქსა ზედა. და შევიდა წინაშე ჩემსა.

3 და ქეროვიმნი დგეს მარჯუენით კერძო სახლისა, შე-რა-ვიდოდა კაცი იგი და ღრუბელი აღავსებდა შინაგანსა ეზოსა.

4 და ამაღლდა დიდება უფლისა ქეროვიმთაგან ურთავად მიმართ სახლისა, და აღავსო ღრუბელმან სახლი, და ეზოჲ აღივსო ნათლითა დიდებისა უფლისათა.

5 და ჴმაჲ ფრთეებისა ქეროვიმთაჲსაჲ ისმოდა ვიდრე ეზოჲსა გარეშისამდე, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისა, მეტყუელისაჲ.

6 და იყო, ამცნებდა რაჲ იგი კაცსა მას, მოსილსა სამოსლითა წმიდითა, მეტყუელი: მიიღე ცეცხლი საშუალისაგან ეტლისთუალთაჲსა, შორისისაგან ქეროვიმთაჲსა; და შევიდა და დადგა მახლობელად ეტლისთუალთასა.

7 და გამოყო ქეროვიმმან ჴელი თჳსი საშუალისაგან ქეროვიმთასა საშუალ ცეცხლისა, რომელი იყო შორის ქეროვიმთაჲსა, და მოიღო და მისცა ჴელთა შემოსილისათა სამოსლითა წმიდითა, და მიიღო და გამოვიდა.

8 და ვიხილენ ქეროვიმნი და მსგავსებაჲ ჴელთა კაცთასაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა.

9 და ვიხილე და, აჰა, ოთხნი ეტლისთუალნი დგეს, მახლობელნი ქეროვიმთანი; ეტლისთუალი ერთი, მოახლე ქეროვიმისა ერთისაჲ და შესახედავი ეტლისთუალთაჲ, ვითარცა შესახედავი ქვისა ანთრაკისაჲ.

10 და შესახედავი მათი მსგავსებ ოთხთა შორის, ვითარსახედ იყვის ეტლისთუალი საშუალ ეტლისთუალისა.

11 სლვასა შინა მათსა ოთხთა კერძოთა მიმართ ვიდოდეს იგინი, არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, რამეთუ რომლისაცა მიმართ ადგილისა მიიხილის დასაბამმან ერთმან, უკანა მისსა ვიდოდეს და არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა.

12 და ყოველი ჴორცი მათი და ზურგნი მათნი და ჴელნი მათნი და ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი სავსე თუალებითა გარემოჲს ოთხთა ეტლისთუალთა მათთა.

13 ხოლო ეტლისთუალთა ამათ ეწოდა გელგელ, მესმოდა რაჲ მე.

14 და ოთხნი პირნი აქუნდეს თითოეულსა ცხოველთაგანსა. პირი ერთი - პირი ქეროვიმისაჲ, და პირი მეორე - პირი კაცისაჲ, და მესამე - პირი ლომისაჲ, და მეოთხე - პირი არწივისაჲ.

15 და აღიმაღლეს ქეროვიმთა ესე ცხოველი, რომელი ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისასა.

16 და სლვასა თანა ქეროვიმთასა ვიდოდეს ეტლისთუალნი ესე, მახლობელნი მათნი. და განმარტებასა თანა ქეროვიმთაგან ფრთეთა მათთასა ამაღლებისათჳს ქუეყანით, არა მოიქცეოდეს ეტლისთუალნი მათნი, დაღათუ იგინი მოახლეთაგან მათთა.

17 დგომასა შინა მათსა დგიან და აღმაღლებასა შინა მათსა აღიმაღლებდეს მათ თანა მით, რამეთუ სული სიცოცხლისა იყო მათ თანა.

18 და გამოვიდა დიდება უფლისა ურთავისაგან ტაძრისაჲსა და აღვიდა ქეროვიმთა ზედა.

19 და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და აღიმაღლეს ქუეყანით წინაშე ჩემსა აღსლვასა თანა მათსა და ეტლისთუალთაცა მახლობელთა მათთა და დადგეს წინა კართა ზედა ბჭისა სახლისა უფლისა პირისპირისასა; და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ იყო მათ ზენა, ზენაკერძო;

20 ესე ცხოველი არს, რომელი ვიხილე ქუეშე კერძო ღმრთისა ისრაჱლისაჲსა მდინარესა ზედა ქობარისასა, და ვცან, ვითარმედ ქეროვიმისა არს.

21 ოთხნი პირნი ერთისა და ოთხნი ფრთენი ერთისა და მსგავსებაჲ ჴელთა კაცისათაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა.

22 ესე პირნი არიან, რომელნი ვიხილენ ქუეშე კერძო დიდებისა ღმრთისა ისრაჱლისაჲსა, მდინარესა ზედა ქობარისასა. ხილვაჲ მათი და ესენი, თითოეული მათი პირისპირ თჳსსა ვიდოდა.

<< ← Prev Top Next → >>