ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10792&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და ღაღად-ყო ყურთა მომართ ჩემთა, ჴმითა დიდითა მეტყუელმან: მოეახლა შურისძიებაჲ ქალაქისა და თითოეულსა აქუნდეს ჭურჭელნი მოსრულებისანი ჴელსა შინა თჳსსა.

2 და, აჰა, ექუსნი კაცნი მოვიდოდეს გზით ბჭისა მაღლისა, მხედველისაჲთ ჩრდილოდ მიმართ, და კაცადსა ცული ჴელსა შინა მისსა; და კაცი ერთი საშუალ მათსა, შემოსილი პოდირითა და სარტყელი საპფირისაჲ წელთა ზედა მისთა, და შევიდეს და დადგეს მახლობელად მსხუერპლისსაცავსა რვალისასა.

3 და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისა აღვიდა ქეროვიმთაგან, რომელი იყო მას ზედა უსაფრთულოსა სახლისასა. და უწოდა კაცსა შემოსილსა პოდირითა, რომელსა აქუნდა წელთა მისთა ზედა სარტყელი.

4 და თქუა უფალმან მისდამი: განვლე საშუალ ქალაქი შორის იერუსალჱმისა: და მისცენ სასწაულნი შუბლებსა ზედა კაცთასა, რომელნი სულთითქმენ და რომელთა ელმის ყოველთა ზედა უსჯულოებათა, ქმნილთა მის შორის!

5 და მათ ჰრქუა სასმენელად ჩემდა: შევედით შემდგომად მისსა ქალაქად, და ჭრიდით, ნუ ერიდებით თუალითა თქუენითა და ნუ შეიწყალებთ.

6 მოხუცებულსა და ჭაბუკსა და ქალწულსა და ჩჩჳლთა და დედათა მოჰკლევდით აღსაჴოცელად. ხოლო ყოველთა ზედა, რომელთა იყოს ნიშანი, ნუ მიეახლებით და წმიდათა ჩემთაგან იწყეთ. და იწყეს კაცთაგან მოხუცებულთა, რომელნი იყუნეს სახლსა შინა.

7 და თქუა მათდა მიმართ: შეაგინეთ სახლი და აღავსენით გზანი მკუდრებითა, გამოვიდოდეთ და შჭრიდით და გამოსრულნი სცემდეს ქალაქსა.

8 და იყო ჭრასა შინა მათსა, დავემთხჳე მე და დავვარდი მე პირსა ზედა ჩემსა და ღაღად-ვყავ და ვთქუ: ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა მიფენასა შინა გულის წყრომისა შენისასა იერუსალჱმსა ზედა.

9 და თქუა ჩემდამო: სიცრუე სახლისა ისრაჱლისა და იუდაჲსისა განდიდნა ფრიად, ფრიად, რამეთუ აღივსო ქუეყანაჲ ერითა მრავლითა და ქალაქი აღივსო სიცრუითა, და არაწმიდებითა, რამეთუ თქუეს: დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ, არა დაჰხედავს უფალი.

10 და ჩემი არა ერიდოს თუალი, აჰა, არ შევიწყალო, გზანი მათნი თავთა მათთამი მივსცენ.

11 და, აჰა, კაცმან, შემოსილმან პოდირითა და მორტყმულმან სარტყელითა წელთა მისთა, მიუგო მეტყუელმან: ვყავ, ვითარცა მამცენ.

<< ← Prev Top Next → >>