ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10791&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იყო წელსა მეექუსესა, მეხუთესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, მე ვჯედ სახლსა შინა ჩემსა, და მოხუცებულნი იუდაჲსნი სხდეს წინაშე ჩემსა. და იქმნა ჩემ ზედა ჴელი ადონაი უფლისაჲ.

2 და ვიხილე: და, აჰა, მსგავსება კაცისაჲ წელითგან მისით და ვიდრე შთამართ - ცეცხლი, და წელითგან მისით ზეშთა ზედანი მისნი, ვითარცა ხილვაჲ ნიავისაჲ და ვითარცა სახე ილეკტრიოჲსაჲ,

3 და განირთხა მსგავსებაჲ ჴელისა კაცობრივისა და აღმიღო მე თხემითა თავისა ჩემისაჲთა და აღმიღო მე სულმან საშუალ ქუეყანისა და საშუალ ცისა და მომიყვანა მე იერუსალჱმად ხილვისა მის ღმრთისა, წინა ბჭეთა ზედა შინაგანისა ბჭისა, მხედველისათა ჩრდილოდ მიმართ. სადა იყო სუეტი ხატისა შურისა მომგებელისა.

4 და, აჰა, მუნ იყო დიდებაჲ უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ ხილვისაებრ, რომელი ვიხილე ველსა.

5 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, აღიხილენ თუალნი შენნი ჩრდილოდ მიმართ; და აღვიხილენ თუალნი ჩემნი ჩრდილოდ მიმართ და, აჰა, ჩრდილოჲთ, ბჭეთა თანა აღმოსავალად მიმართსა მსხუერპლისსაცავისასა, სადა იყო ხატი შურისაჲ ამის, შესავალსა თანა მისსა,

6 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, იხილეა, რასა ესენი იქმან უშჯულოებათა დიდთა? სახლი ისრაჱლისაჲ ჰყოფენ აქა განყენებასა მათსა წმიდათაგან ჩემთა; და მერმე იხილნეღა უშჯულოებანი უფროსნი.

7 და შემიყვანა მე წინა ბჭესა თანა ეზოჲსასა და ვიხილე, და, აჰა, ჴურელი ერთი ზღუდისა შორის.

8 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, დათხარე ზღუდისა შორის! და დავთხარე და, აჰა, კარი ერთი ზღუდისა შორის!

9 და თქუა ჩემდამო: შეედ და იხილენ უშჯულოებანი ბოროტნი, რომელთა ესენი ზმენ აქა!

10 და შევედ და ვიხილე და, აჰა, ყოველი მსგავსებაჲ ქუეწარმძრომელთა და საცხოვართაჲ და ამაონი საძაგელებანი და ყოველი კერპები გამოწერილები სახლისა ისრაჱლისაჲ კედელსა ზედა გარემო.

11 და სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათა და იეზონია, ძე საფანისი, საშუალ მათსა დგა წინა პირისა მათისა; თითოეულსა მათსა სასაკუმევლე აქუნდა ჴელსა შინა თჳსსა. და ორთქლი საკუმეველისაჲ აღვიდოდა, აღბორქუნებოდა და მიმოეფინებოდა.

12 და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, იხილეა, რომელთა მოხუცებულნი სახლისა ისრაჱლისანი ჰყოფენ სახლსა შინა ბნელსა, თითოეული საწოლსა შინა თჳსსა მალულსა მით, რამეთუ თქვან: არა მხედავს უფალი ჩვენ, დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ.

13 და თქუა ჩემდამო: მერმე იხილნე კუალად უსჯულოებანი უფროჲსნი, რომელთა ესენი ჰყოფენ.

14 და შემიყვანა მე წინაბჭეთა თანა ბჭისა სახლისაჲსათა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ მიმართ; და, აჰა, მუნ დედანი მსხდომარენი, მეტყებარნი თამუზისნი.

15 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, იხილეა? და მერმე იხილოვე სიმარჯუე უდიდესი ამისი.

16 და შემიყვანა მე ეზოსა სახლისა უფლისასა უშინაგანესსა და, აჰა, წინაბჭესა თანა ტაძრისა უფლისასა, საშუალ ელამისა და საშუალ მსხუერპლისსაცავისა, ვითარ ოცნი და ხუთნი კაცნი, ზურგთა მათთა ტაძრისა მიმართ უფლისა მქონებელნი და პირთა მათთა - პირისპირ აღმოსავალად მიმართ, და ესენი თაყუანის-სცემდეს აღმოსავალით კერძო მზესა.

17 და თქუა ჩემდამო: იხილეა, ძეო კაცისაო? ნუ მცირე არსა სახლისა იუდაჲსსა ქმნაჲ უსჯულოებათაჲ, რომელნი ყუნეს აქა მით, რამეთუ აღავსეს ქუეყანაჲ უსჯულოვებითა და მიიქცეს განრისხებად ჩემდა? და, აჰა, ესენი განავრცობენ ნერგსა, ვითარცა მოკიცხარნი ჩემნი;

18 და მეცა უყო მათ გულისწყრომით; არა ერიდოს თუალი ჩემი, არცა შევიწყალო. და უწოდდენ ჴმითა დიდითა ყურთა შორის ჩემთა, და არა შევისმინო მათი.

<< ← Prev Top Next → >>