1 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუჱლი:
2 ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი მთათა ზედა ისრაჱლისათა და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა.
3 და სთქუა: მთათა ისრაჱლისათა ისმინეთ სიტყუა ადონაი უფლისაჲ! ამათ ეტყჳს ადონაი უფალი მთათა და ბორცუთა და მთხრებლთა და ღელეთა: აჰა, მე მოვჰჴადო თქუენ ზედა მახჳლი და მოისრას მაღალნი თქუენნი;
4 და უჩინო იქმნენ მსხუერპლისსაცავნი თქუენნი და შეიმუსრნენ ტაძარნი თქუენნი და დავამჴუნე წყლულნი თქუენნი წინაშე კერპთა თქუენთა;
5 და მივსცნე კუეთებანი ძეთა ისრაჱლისათანი წინაშე კერპთა მათთა; და განვაბნინე ძუალნი თქუენნი გარემოჲს მსხუერპლისა საცავებსა თქუენსა;
6 ყოველსა შინა სამკჳდრებელსა თქუენსა, და ქალაქნი მოოჴრდენ და მაღალნი უჩინო იქმნენ, რაჲთა მოესრულოს და ცოდოს მსხუერპლისსაცავებმან თქუენმან, და შეიმუსროს და განიბძაროს კერპები თქუენი, და მოისპოს ტაძრები თქუენი და აღიჴოცოს საქმეები თქუენი.
7 და დაეცნენ წყლულნი თქუენნი შორის თქუენსა და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.
8 და მოვიღო ქმნად თქუენგან განრინებული მახჳლისაგან წარმართთა შორის და განბნევასა შინა თქუენსა სოფლებსა შორის,
9 და მომიჴსენონ მე განრინებულთა თქუენგანთა წარმართთა შორის, სადა წარიტყუენნეს, მუნ, რამეთუ ვფუცენ გულსა მათსა განმეძვებულსა ჩემგან და თუალთა მათთა განმეძვებულთა შემდგომად სიმარჯუეთა მათთასა; და ეტყებდნენ პირთა მათთა უკეთურებათათვის, რომელნი ქმნნეს ყოველთა შინა საძაგელებათა მათთა;
10 და გულისხმა-ყონ, ვითარმედ მე უფალი არა მედად ვიტყოდე ყოფად მისსა ყოველთა ამათ ბოროტთა.
11 ამით იტყჳს ადონაი უფალი, დაიტყუელენ ჴელითა შენითა და იბგერენ ფერჴითა შენითა და თქუ: ვაშა, ვაშა ყოველთა ზედა საძაგელებათა სიბოროტისა სახლისა ისრაჱლისათა! მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა მიერ დაეცნენ.
12 შორიელი სიკუდილითა აღესრულოს და მახლობელი მახჳლითა დაეცეს, და შეპყრობილი და გარეშეცული სიყმილითა მოესრულოს, და შევასრულო რისხვაჲ ჩემი მათ ზედა.
13 და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ყოფასა შინა წყლულთა თქუენთასა საშუალ კერპთა თქუენთა, გარემოჲს მსხუერპლისაცავთა თქუენთა, ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ყოველთა ზედა თხემთა მთათასა, და ქუეშე კერძო ყოველსა ხესა ჩრდილოანსა და ქუეშე კერძო ყოველსა მუხასა ვარჯოანსა, სადა მისცეს მუნ საყნოსი სულნელებისაჲ ყოველთა კერპთა მათთა.
14 და განვირთხა ჴელი ჩემი მათ ზედა და დავდვა ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად და მოსასრველად უდაბნოჲთგნ დევლათაჲსათ, ყოვლისაგან სამკჳდრებელისა მათისა, და შეემეცნენ, ვითარმედ მე ვარ უფალი. |