ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 4. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10787&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა ალიზი, და დასდვა იგი წინაშე პირსა შენსა, და გამოსწერო მას ზედა ქალაქი იერუსალიმი.

2 და მისცე მას ზედა გარემოცვაჲ და აღაშენნე მას ზედა წინასაბრძოლებნი, და გარემოადგა მას ზედა პატნეზი, და მისცე მის ზედა ბანაკები და განაწყო მის ზედა მოისრები გარემოჲს;

3 და შენ მოიღე თავისა შენისა ტაფაკი რკინისაჲ, და დასდვა იგი, ვითარცა ზღუდე რკინისაჲ საშუალ შენსა და საშუალ ქალაქისა; და განჰმზადო პირი შენი მის ზედა და იყოს შეყენებულობასა შინა, და შეაყენო იგი, სასწაულ არს ესე ძეთა ისრაჱლისათა.

4 და შენ დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარცხენესა და დაჰსხნე სიცრუენი სახლისა ისრაჱლისათანი მას ზედა რიცხჳსაებრ დღეთასა ასერგასისათა, რომელთა სწვე მას ზედა, და მოიხუნე სიცრუენი მათნი.

5 და მე მიგცენ შენ ორნი სიცრუენი მათნი რიცხუად ოცხმეოცდაათთა და სამასთა დღეთად და მოიხუნე სიცრუენი სახლისა ისრაჱლისანი.

6 და შეასრულნე იგინი ყოველნი და დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარჯუენესა მეორედ და მოიხუნე სიცრუენი სახლისა იუდაჲსნი ორმეოცთა დღეთა, დღე წელიწადად დაგისხენ შენ იგინი.

7 და შეყენებად იერუსალჱმისა განჰმზადო პირი შენი და მკლავი შენი განიმტკიცო და წინაწარჰმეტყუელებდე მის ზედა.

8 და მე, აჰა, მივსცენ შენ ზედა საკრველნი და ნუ გარდაიქცევი გუერდისაგან შენისა გუერდსა ზედა შენსა, ვიდრემდის აღესრულნენ დღენი შეყენებულებისა შენისანი.

9 და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა იფქლნი და ქრთილნი და ცერცჳ და ოსპნი და ფეტჳ და ასლი, და შთაასხნე იგინი ჭურჭელსა კეცისასა, და შეჰქმნნე იგინი თავისა შენისა პურად რიცხჳსაებრ დღეთასა, რომელთა შენ სწვე გუერდსა შენსა ზედა; ოთხმეოცდაათთა და სამასთა დღეთა შჭამდე შენ მათ.

10 და ჭამადსა შენსა, რომელსა შჭამდე სასწორით ოცთა სიკილათა დღივ, ჟამითგან ვიდრე ჟამამდე შჭამდე მათ.

11 და წყალსა წყვით სუმიდე, მეექუსედი დორაკისაჲ ჟამითგან ვიდრე ჟამამდე სუა.

12 და ყუერბეულად ქრთილისად შჭამნე შენ იგინი და ფუნესა შინა სკორისა კაცობრივისასა დაჰფლნე იგინი წინაშე თუალთა მათთა.

13 და სთქუა: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: ესრეთ შჭამდენ ძენი ისრაჱლისანი პურსა მათსა არაწმიდასა წარმართთა შორის, სადა განვაბნინნე იგინი, მუნ.

14 და ვთქუ: ნუსადა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, აჰა, სული ჩემი არშეგინებულ არს არაწმიდებისა მიერ, და მძორი და ნამჴეცავი არ მიჭამიეს შობით ჩემითგან ვიდრე აქამდე, არცა შესრულ არს პირსა ჩემსა ყოველი ჴორცი ბილწი და შეგინებული.

15 და თქუა ჩემდამო: აჰა, მიგეც შენ ფუნე ზროხათაჲ ფუნისა წილ კაცობრივისა, და შეჰქმნნე პურნი შენნი მას ზედა.

16 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, აჰა მე შევმუსრო ძალი პურისაჲ იერუსალჱმს შინა, და ჭამდენ პურსა სასწორით და ნაკლულევანებით და წყალსა წყვით და უჩინო-ქმნით სუმიდენ,

17 რაჲთა ნაკლულევან პურითა და წყლითა იქმნენ, და უჩინო იქმნას კაცი და ძმაჲ მისი, და დადნენ სიცრუეთა შინა მათთა.

<< ← Prev Top Next → >>