ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10786&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, შეჭამე მატიანი ესე. და წარვედ და არქუ ძეთა ისრაჱლისათა.

2 და განმიღო პირი ჩემი და შემაჭამა მე მატიანი იგი;

3 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, პირმან შენმან ჭამოს და მუცელი შენი აღივსოს მატიანითა ამით, მიცემულითა შენდა და შევჭამე იგი: და იქმნა პირსა შინა ჩემსა, ვითარცა თაფლი დამატკბობელი.

4 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ვიდოდე, შევედ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, და თქუენ სიტყუანი ჩემნი მათდა მიმართ

5 მით, რამეთუ არა ერისა მიმართ ღრმაბაგისა და ენამძიმისა, მიგავლენ შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა;

6 არცა ერთა მიმართ მრავალთა სხუაჴმათა ანუ სხუაენათა, არცა ენაძლიერად მყოფელთა, რომელთანი არა გესმოდიან სიტყუანი მათნი; და თქუა: ეგევითართა მიმართ ღათუმცა მიგავლინე შენ, მათცამცა ისმინნეს სიტყუანი შენნი.

7 ხოლო სახლმან ისრაჱლისამან არა ინებონ სმენად შენდა მით, რამეთუ არა ჰნებავსყე დამორჩილება ჩემი, რამეთუ ყოველი სახლი ისრაჱლისა მაცილობელ არიან და გულფიცხელ.

8 და, აჰა, მივეც პირი შენი ძლიერად წინაშე პირებისა მათისა, და ძლევაჲ შენი განვაძლიერო წინაშე ძლევასა მათსა,

9 და იყოს მარადის უმტკიცეს კლდისა; მიგეც ძლევაჲ შენი, ნუ შეშინდები მათგან, ნუცა იწიწვი პირისაგან მათისა, რამეთუ სახლი განმამწარებელისა არს.

10 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ყოველნი სიტყუანი, რომელნი ვთქუენ შენ თანა, მიიხუენ გულსა შენსა და ყურებითა შენითა ისმინე.

11 და ვიდოდე, შევედ ტყუეობისადმი, ძეთა მიმართ ერისა შენისათა, და იტყოდი მათდამი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი! ისმინონ ღათუ სადამე და შეიკდიმონ ღათუ სამე.

12 და აღმიღო მე სულმან და მესმა უკანაგან ჩემსა ჴმაჲ ძრვისა დიდისაჲ, რომელნი იტყოდეს: კურთხეულ არს დიდებაჲ უფლისაჲ ადგილისაგან მისისა.

13 და ვიხილე ჴმაჲ ფრთეებისა ცხოველთაჲსა მფრთეებელთასა სხჳსაგან სხჳსა მიმართ, და ჴმაჲ ურმისთუალთაჲ, მახლობელი მათი, და ჴმაჲ ძრვისა დიდი.

14 და სულმან უფლისამან აღმიღო მე და აღმამაღლა მე. და ვიდოდე, განმცხრომელი, მიმართებითა სულისა ჩემისაჲთა; და ჴელი უფლისაჲ იყო ჩემ ზედა ძლიერი.

15 და შევედ ტყუეობისა მიმართ აღტაცებული და მიმოვვლენ დაშენებულნი მდინარესა ზედა ქობარსა, მყოფნი მუნ, და დავჯედ მუნ შჳდთა დღეთა და ვიქცეოდე მე შორის მათსა.

16 და იყო შემდგომად შჳდთა დღეთასა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

17 ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა, და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუა, და უთქმიდე მათ ჩემ მიერ.

18 ვრქუა რაჲ მე უშჯულოსა სიკუდილით მოკუდომაჲ, და არა თუ განამკაცრო იგი, არცა ჰრქუა განმკაცრება უსჯულოსა მოქცევად მისა გზათაგან მისთა, ცხოვნებად მისსა, უსჯულოჲ იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.

19 ხოლო უკუეთუ შენ განამკაცრო უსჯულოჲ და არა მოქცევით მოიქცეს უსჯულოებისაგან მისისა და გზისაგან მისისა, უსჯულოჲ იგი უსამართლოებასა შინა მისსა მოკუდეს, და შენ სული შენი განირინო.

20 და მი-რაჲ-იქცეს მართალი სიმართლეთაგან თჳსთა და ქმნას შეცოდება, და მივსცე ტანჯვაჲ წინაშე პირსა მისსა, იგი მოკუდეს, რამეთუ არა განამკაცრე იგი, ცოდვათა შინა მისთა მოკუდეს მით, რამეთუ არმოჴსენებულ იქმნენ სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.

21 და უკუეთუ შენ განამკაცრო მართალი არაცოდვად და მან არა ცოდოს, მართალი ცხორებით ცხონდეს, რამეთუ განამკაცრე იგი, და შენ სული შენი განირინო.

22 და იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: აღდეგ და განვედ ველად, და მუნ ითქუას შენდამი.

23 და აღვდეგ და განვედ ველად და, აჰა, მუნ დიდებაჲ უფლისაჲ დგა, ვითარ-იგი ხილვაჲ და ვითარცა დიდებაჲ, რომელი ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისასა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

24 და მოვიდა ჩემ ზედა სული და აღმადგინა მე ფერჴთა ზედა ჩემთა და იტყოდა ჩემდამო და მრქუა მე: შევედ და შეეყენე სახლსა შინა შენსა.

25 და შენ, ძეო კაცისაო, აჰა, მიგეცემიან შენ ზედა საკრველნი და შეგკრან შენ მათ მიერ, და არ გამოხვიდე საშუალისაგან მათისა;

26 და ენაჲ შენი თანშევაკრა სასისა მიმართ შენისა და დაჰყდუნდე და არა იყო შენ მათდა კაცად მამხილებელად მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

27 და თქუმასა შინა ჩემსა შენდამი აღვაღო პირი შენი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მსმენელსა ესმოდენ და ურწმუნოჲ ურწმუნოებდინ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

<< ← Prev Top Next → >>