ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10784&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა ოცდამეათესა წელსა, მეოთხესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, და მე ვიყავ საშუალ ტყუეობისა მდინარესა ზედა ქობარისასა; და განეხუნეს ცანი, და ვიხილე ხილვაჲ ღმრთისაჲ;

2 ხუთსა თთჳსასა; ესე წელიწადი მეხუთე ტყუეობისა იოაკიმ მეფისაჲ

3 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ეზეკიელის მიმართ, და ძისა ვუზისსა, მღდელისა, ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, მდინარესა ზედა ქობარისასა, და იქმნა მუნ ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ.

4 და ვიხილე, და, აჰა, სული აღმღებელი მოვიდოდა ჩრდილოთ და ღრუბელი დიდი მას ზედა და ნათელი გარემოჲს მისსა, და ცეცხლი ელვარე; და საშუალ მისსა, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, საშუალ ცეცხლისა, და ნათელი მის შორის.

5 და საშუალ, ვითარცა მსგავსებაჲ, ოთხთა ცხოველთაჲ, და ესე ხილვაჲ მათი: მსგავსებაჲ კაცისა მათ ზედა;

6 და ოთხნი პირნი ერთსა, და ოთხნი ფრთენი - ერთსა.

7 და წჳვნი მათნი მართლებ და ფრთოვნებ ფერჴნი მათნი და ნაბერწყალნი, ვითარცა აელვებული რვალი, და სუბუქებ ფრთენი მათნი,

8 და ჴელი კაცისაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა, ოთხთა ზედა კერძოთა მათთა, და პირნი მათნი

9 და ფრთენი მათნი ოთხთანივე მახლობელად სხვაჲ სხვისად; და პირნი მათნი არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, თითოეული მათგანი პირისპირ პირისა თჳსისა ვიდოდა.

10 და მსგავსება პირთა მათთაჲ: პირი კაცისაჲ და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთასა და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთასა და პირი არწივისაჲ ოთხთაჲვე ესრეთ არს-პირნი არიან ქმნულებისა მათისანი.

ეზეკიელ წინასწარმეტყველი 1:10 - The Prophet Ezekial: Glory of God
The Prophet Ezekial: Glory of God
11 და ფრთენი მათნი განპყრობილ ზენაჲთ ოთხთასა, თითოეულად ორნი შეუღლვილებ ურთიერთას მიმართ და ორთა ზედდაჰბურვიდეს ზედა კერძო სხეულსა მათსა.

12 და თითოეული წინაშე პირსა თჳსსა ვიდოდა; სადაცა იყო სული მავალი, ვიდოდეს და არა შეიქცეოდეს.

13 და საშუალ ცხოველთასა ხილვაჲ, ვითარცა ნაკუერცხალთა ცეცხლისათა მგზებარეთაჲ, ვითარცა შესახედავი ლამპართა მმიმოობთაჲ საშუალ ცხოველთასა, და ნათელი ცეცხლისაჲ და ცეცხლისაგან გამოვიდოდა ელვაჲ.

14 და ცხოველნი რბიოდეს და მოიქცეოდეს მსწრაფლ, ვითარცა სახე ბეზეკისაჲ.

15 და ვიხილე და, აჰა, ურმისთუალი ვრთი ქუეყანასა ზედა, მახლობელად ცხოველთა ოთხთა. და სახე ურმისთუალთაჲ და ქმნილება მათი, ვითარცა სახე თარშისაჲ.

16 და მსგავსება ოთხთა შორის და ხედვაჲ მათი და საქმე მათი იყო, ვითარ-იგი იყვის ურმისთუალი ურმისთუალსა შინა.

17 ოთხთა მიმართ კერძოთა მათთა ვიდოდეს, არ შეიქცეოდეს სლვასა შინა მათსა არცა ზურგნი მათნი.

18 და სიმაღლე იყო მათდა და საშინელ იყუნეს; და ვიხილენ იგინი და ზურგნი მათნი სავსე თვალებითა მრგულივ ოთხთასავე.

19 და სლვასა მას ცხოველთასა ვიდოდეს ურმისთუალნიცა, მახლობელნი მათნი, და ამაღლებასა ცხოველთასა ქუეყანით ამაღლდებოდეს ურმისთუალნიცა.

20 სადაცა იყვის ღრუბელი, მუნ მიიმართის სულმან სლვად; და ვიდოდეს ცხოველნი და ურმისთუალნიცა ამაღლდებოდეს მათ თანა მით, რამეთუ სული ცხოველობისა იყო ურმისთუალთა შორის.

21 და სლვასა მას ურმისთუალნიცა იგი ვლენან, და დადგომასა მას ცხოველთასა ურმისთუალნიცა დადგიან, და ქუეყანით ამაღლებასა მათსა მათ თანავე ამაღლდიან, რამეთუ სული ცხოველი იყო ურმისთუალთა თანა.

22 მსგავსებაჲ ზეშთა თავისა მათ ცხოველთასა, ვითარცა სამყაროჲ, ვითარცა ხილვაჲ ბრძოლისა საშინელისა, განმარტებულისაჲ ზეშთა თავისა მათისა ზედა კერძო.

23 და ქუეშე კერძო სამყაროსა ფრთენი მათნი განმარტებულებ, შეფრთეებულებ სხუაჲ სხჳსა; და თითოეული ორნი შეუღლვილებ, ზედდამბურველნი სხეულთა მათთა.

24 და მესმოდა ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ სლვასა შინა მათსა, ვითარცა ჴმაჲ წყლისა მრავლისაჲ, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისაჲ, სლვასა შინა მათსა ჴმაჲ სიტყჳსა, ვითარცა ჴმაჲ ბანაკისაჲ, და დგომასა მათსა შინა დასცხრიან ფრთენი მათნი.

25 და, აჰა, ჴმაჲ ზეშთა ზენაკერძო სამყაროჲსა, რომელი იყო ზეშთა თავისა მათისა; დგომასა შინა მათსა განიმარტებდეს ფრთენი მათნი;

26 და ზეშთა ზენა სამყაროჲსა, ზეშთა თავისა მათისა, ვითარცა ხილვაჲ ქვისა საპფირისანი. მსგავსებაჲ საყდრისა მის ზედა; და მსგავსებასა ზედა საყდრისასა მსგავსებაჲ, ვითარცა სახესა კაცისასა მის ზედა ზენა.

27 და ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ შინაგან მისსა, მრგულივ, ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ზემდე და ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ქუემდე; ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ, და ნათელი მრგულივ მისსა,

28 ვითარცა ხილვა მშჳლდისაჲ, ოდეს იყოს ღრუბელსა შორის დღესა შინა წჳმისასა, ეგრეთ ხილვაჲ ნათლისაჲ მრგულივ;

<< Prev Top Next → >>