ბიბლია, გოდება იერემიასი, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10779&pid=27&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გოდება იერემიასი

ბიბლია - ძველი ქართულით

იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5

1 და იქმნა შემდგომად წარტყუენისა ისრაჱლისა და იერუსალჱმისა მოოჴრებისა, და ჯდა იერემია მტირალი. და გოდებდა გოდებასა ამას იერუსალიმსა ზედა და თქუა:
ალეფ. ვითარ დაჯდა მარტოჲ ქალაქი განმრავლებული ერითა? იქმნა, ვითარცა ქურივი განმრავლებული ნათესავთა შორის. მმთავრობაჲ სოფლებსა შორის იქმნა მოხარკედ.

2 ბეთ. მტირალი ტიროდა ღამე და ცრემლნი მისნი ზედა საკეთეთა, და არა იყო ნუგეშინისმცემელ მისსა ყოველთაგან მოყუარეთა მისთა. ყოველნი შემყუარებელნი მისნი განცრუვნეს მისდამი, იქმნნეს მისსა მტერებ.

გოდება იერემიასი 1:2 - Lamentations of Jeremiah
Lamentations of Jeremiah
3 გიმელ. გარდასახლდა იუდაჲ მწუხარებისა და სიმრავლისაგან მონებისა მისისა, დაჯდა წარმართთა შორის. ვერ პოვა განსუენუბა. ყოველნი მდევარნი მისნი ეწინეს მას საშუალ მაჭირვებელთასა.

4 დალეთ. გზანი სიონისანი იგლოენ არყოფისაგან მომავალთასა დღესასწაულისათჳს. ყოველნი ბჭენი მისნი უჩინო ქმნულებ, მღდელნი მისნი სულთ-ითქუმენ. ქალწულნი მისნი წარყვანებულან, და თჳთ განმწარებულა მის შორის.

5 ჱე. იქმნეს მაჭირვებელნი მისნი თავად. და მტერნი მისნი იეფობენ, რამეთუ უფალმან დაამდაბლა იგი სიმრავლესა ზედა უთნოობათა მისთასა. ჩჩჳლნი მისნი წარვიდეს ტყუეობისა შორის წინაშე პირსა მაჭირვებვლისასა,

6 ოავ. და წარვიდა ასულისაგან სიონისა ყოველი შუენიერება მისი იქმნეს მთავარნი მისნი, ვითარცა ვერძნი ვერმპოვნელნი საძოვარსა და ვიდოდეს არაძლებით წინაშე პირსა მდევრისასა.

7 ზაინ. მოიჴსენნა ისრაჱლმან დღენი დამდაბლებისა მისისანი და განგდებისა თჳსისანი და ყოველთა გულისსათქმელთა მისთაჲ, რაოდენნი იყუნეს დღეთაგან პირველთა დაცემასა შინა ერისა მისისასა, ჴელითა მაჭირვებელისაჲთა და არა იყო შემწე მისი, მხილველთა მტერთა მისთა განიცინნეს გარდასახლვასა ზედა მისსა.

8 ეთ. ცოდვაჲ ცოდა ისრაჱლმან. ამისთჳს სარყეველ იქმნა ყოველთა მადიდებელთა მისთა, უპატივო-ყვეს იგი, რამეთუ იხილეს უშუერება მისი, და თჳთ იგიცა სულთ-ითქმიდავე, და უკუნიქცა მართლუკუნ.

9 ტეთ. არაწმიდება მისი წინაშე ფერჴთა მისთა, არ მოიჴსენა უკანასკნელი მისი და დაეცა საკჳრველად. არა არს ნუგეშინისმცემელი მისი. იხილე, უფალო, სიმდაბლე ჩემი, რამეთუ განდიდნა მტერი.

10 იოთ. ჴელი თჳსი განირთხა მაჭირვებელმან ყოველთა ზედა გულისსათქმელთა თჳსთა, რამეთუ იხილნა წარმართნი შესრულად სიწმიდესა შინა მისსა, რომელთასა ამცნებდ არშესლვად ეკკლესიად შენდა.

11 ხაფ. ყოველსა ერსა მისსა სულთმთქმელთა, მეძიებელთა პურისათა მისცნა გულისსათქმელნი თჳსნი საჭამადად მოქცევისათჳს სულისა. იხილე, უფალო, და მოიხილე, რამეთუ ვიქმენ უპატივო.

12 ლამედ. ჩუენდამო ყოველთა თანწარმავალთა გზისათა ზედმოიხილეთ და იხილეთ, უკეთუ არს ლმობაჲ ლმობისაებრ ჩემისა, რომელი იქმნა. მჴმობელმან ჩემ შორის დამამდაბლა მე უფალმან, დღესა შინა რისხვისა გულისწყრომისა მისისასა.

13 მემ. სიმაღლისაგან მისისა მოავლინა ცეცხლი ძუალთა შორის ჩემთა, გარდამოავლინა იგი ჩემ ზედა, განურთხა ბადე ფერჴთა ჩემთა, მიმაქცია მე მართლუკუნ, მიმცა მე უჩინოქმნილად დღე ყოელ მგლოვარე.

14 ნონ. იღჳძა უთნოობათა ზედა ჩემთა, ჴელთა შინა თჳსთა შემთხზნა მე, დაამძიმა უღელი მისი ქედსა ზედა ჩემსა, მოუძლურდა ძალი ჩემი, რამეთუ მომცნა უფალმან ჴელსა შინა ჩემსა სალმობანი, რომელთაჲ ვერ მიძლავს წინ დადგმაჲ.

15 საემხ. აღიხუნა ყოველნი ძლიერნი ჩემნი უფალმან შორისისაგან ჩემისა, მოუწოდა ჩემ ზედა ჟამსა შემუსრვად რჩეულთა ჩემთა. ვითარცა საწნეხელი, დაწნიხა უფალმან ქალწული, ასული იუდაჲსი.

16 აინ. ამათ ზედა მე ვტირ. თუალმან ჩემმან დამოადინა წყალი, რამეთუ განმეშორა ჩემგან ნუგეშინისმცემელი ჩემი, მომაქცეველი სულისა ჩემისაჲ. იქმნეს ძენი ჩემნი განქარვებულ, რამეთუ განძლიერდა მტერი.

17 ჳე. განჰმარტნა სიონმან ჴელნი თჳსნი. არა არს ნუგეშინისმცემელი მისი. ამცნო უფალმან იაკობსა გარემოჲს მისსა მაჭირვებელნი მისნი; იქმნა იერუსალჱმი, ვითარცა დაშტანი საშუალ მათსა.

18 სადე. მართალ არს უფალი, რამეთუ პირი მისი განვამწარე. ისმინეთ ყოველთა ერთა და იხილეთ სალმობა ჩემი. ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუეობადმი.

19 კოფ. უწოდე ტრფიალთა ჩემთა. ხოლო მათ უგულებელს-მყვეს მე. მღდელნი ჩემნი და მოხუცებულნი ჩემნი ქალაქსა შორის მოაკლდეს, რამეთუ იძიეს ჭამადი თავთა მათთად, რაჲთა მოიქცინენ სულნი მათნი, და ვერ პოვეს.

20 რეს. იხილე, უფალო, რამეთუ მჭირს მე. მუცელი ჩემი აღშფოთნა, და გარდაიქცა გული ჩემი ჩემ შორის, რამეთუ განმამწარებელმან განვამწარე, გარეშე იუშვილოა მახჳლმან, ვითარცა სიკუდილმან შორის სახლისა.

21 სინ. ისმინეთ, რამეთუ სულთვითქუამ მე. არა არს ნუგეშინისმცემელი ჩემი. ყოვვლთა მტერთა ჩემთა ესმნეს ძჳრნი ჩემნი და განიხარეს, რამეთუ შენ ჰყავ, მოაწიე დღე და მოუწოდე ჟამსა. და მოიწინეს ვაებანი ჩემნი.

22 თავ. შევედინ ყოველი უკეთურებაჲ მათი წინაშე პირსა შენსა და მოკუფხლენ იგინი, ვითარსახედ მომკუფხლე მეცა ყოველთათჳს შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ მრავალ სულთქმანი ჩემნი და გული ჩემი წუხს.

<< Prev Top Next → >>