ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 27. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10753&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 დასაბამსა მეფისა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, იქმნა სიტყუაჲ ესე იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ მეტყუელი.

2 ესრეთ თქუა უფალმან ჩემდამო: უქმნენ თავსა შენსა შესაკრავნი და საჴივნი, და მოისხენ გარემოჲს ქედსა შენსა,

3 და წარჰგზავნნე იგინი მეფისა მიმართ იდუმიაჲსა, და მეფისა მიმართ მოაბისა, და მეფისა მიმართ ძეთა ამმონისთაჲსა, და მეფისა მიმართ ტჳროსისა, და მეფისა მიმართ სიდონისა, ჴელითა მიმთხრობელთა მათთა მომავალთაჲთ შემთხუევად მათდა იერუსალემს სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსსა.

4 და მიუმცნო მათ უფალთა მათთა მიმართ თქმად: ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან: ესრეთ თქუთ უფალთა მიმართ თქუენთა.

5 ვითარმედ შევქმენ ქუეყანაჲ და კაცი და საცხოვარნი, რაოდენნი არიან პირსა ზედა ქუეყანისა ძალითა ჩემითა დიდითა და მკლავისა მიერ ჩემისა მაღლისა. და მივსცე იგი, რომლისაჲცა სთნდეს თუალთა ჩემთა.

6 და აწ მე ვარ, რომელი მივეც ქუეყანაჲ ნაბუქოდონოსორს მონებად მისსა, და მჴეცნი ველისანი საქმრად მივცენ მას,

7 და მონებად მისსა ყოველნი ნათესავნი და ძესა მისსა და ძესა ძისა მისისასა, ვიდრემდისცა მოიწიოს ჟამი რისხვისა მისისაჲ, და ჰმონონ მას ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდთა.

8 და იყოს ნათესავი და მეფობაჲ, რომელმან არა ჰმონოს ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილოვნისასა, და რომელთა არა თუ განყონ ქედი მათი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილოვნისასა, მახჳლისა მიერ და სიყმილისა ზედმივიხილო მათდა, - თქუა უფალმან, - ვიდრემდის მოაკლდენ ჴელსა შინა მისსა.

9 და თქუან: ნუ ისმენთ ცრუწინაწარმეტყუელთა თქუენთასა, და მემისნეთა თქუენთასა, და მეძილისშინაეთა თქუენთასა, და მზმნელთა თქუენთასა და მეწამლეთა თქუენთა მეტყუელთასა თქუენდამი: ნუ უქმთ მეფესა ბაბილოვნისასა,

10 რამეთუ ტყუილით გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ იგინი განშორებისათჳს თქუენისა ქუეყანისაგან თქუენისა, და მიმოგთესნენ თქუენ, და წარგწყმიდნენ თქუენ.

11 და ნათესავმან, რომელმანცა განუყოს ქედი მისი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილონისასა, და უქმოდის მას, და დაუტეო იგი ქუეყანასა ზედა მისსა, - თქუა უფალმან, - და იქმოდის მას ზედა, და დაეშენოს მას ზედა.

12 და სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, ვიტყოდე ყოველთა ამათ სიტყუათაებრ მეტყუელი: შეყავთ ქედი თქუენი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილონისასა, და ჰმონეთ მას და ერსა მისსა და ცოცხლებდეთ.

13 და რაჲსათჳს მოჰკუდებით შენ და ერი შენი მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა, ვითარცა თქუა უფალმან ნათესავისა მიმართ, რომელმან არაჰმონოს მეფისა ბაბილონისასა.

14 და ნუ ისმენთ ცრუწინაწარმეტყუელთა მეტყუელთასა თქუენდამი: არა უქმოდით მეფესა ბაბილონისასა, რამეთუ ცრუთა გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ იგინი.

15 რამეთუ არ მივავლინენ იგინი, - იტყჳს უფალი, - და გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა სიცრუით წარწყმედისათჳს თქუენისა. და წარსწყმდეთ თქუენ და წინაწარმეტყუელნი, წინაჲსწარმეტყუელებანი თქუენნი უსამართლოდ სიცრუესა.

16 თქუენ და მღდელთა და ყოველსა ამას ესა - გარქუ მეტყუელმან: ესრეთ თქვა უფალმან: ნუ ისმენთ სიტყვათა წინაწარმეტყუელთა მწინაწარმეტყუელებთა თქუენთა მეტყუელთასა. აჰა, ჭურჭელი სახლისა უფლისაჲ მოიქცეს ბაბილონით მალიად აწ, რამეთუ ცრუთა გიწინაწარმეტყუელებენ იგინი თქუენ და არ მივავლინენ იგინი. და არა არს სიტყვა უფლისაჲ მათ შორის.

17 ნუ უსმენთ მათ, ჰმსახურეთ მეფესა ბაბილოვნისასა და ცოცხლებდით და რაჲსათჳს იქმნების ქალაქი ესე ოჴერ?

18 ხოლო წინაწარმეტყუელნი თუ არიან და არს სიტყვა უფლისაჲ მათ შორის, შემემთხჳნედ მე, რამეთუ ესრეთ თქვა უფალმან: და ნეშტნი ჭურჭელნი, რომელი არა მიუღო მეფემან ბაბილონელთამან, რაჟამს წარტყუენა იექონია, იერუსალიმით ბაბილონად მივიდეს, - იტყვის უფალი ძალთა, არამედ არა მისრულთათჳს ნეშტთა ჭურჭელთა სახლისა უფლისა და სახლისა მეფისა იუდაჲსა და იერუსალიმისა ბაბილოვნად,

19 რამეთუ იტყჳს უფალი ძალთაჲ: სუეტთათჳს და ზღჳსათჳს და მექონოთთათჳს და ნეშტთა ზედა ჭურჭელთა, რომელნი დაშთომილ არიან ქალაქსა ამას შინა,

20 რომელნი არა წარიხუნა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვანისამან, ოდეს წარტყუენნა იექონია და იოაკიმ, მეფენი იუდაჲსნი, იერუსალიმით ბაბილონად და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი და იერუსალიმი,

21 რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ: ჭურჭელთა ზედა დაშთომილთა სახლსა შინა უფლისასა და სახლსა შინა მეფისა იუდაჲსსა და იერუსალიმს შინა.

22 ბაბილონად წარიხუნენ და მუნ იყვნენ, ვიდრე დღედმდე მოძიებისა მათისა, - ესრეთ იტყჳს უფალი, - და აღმოვიხუნე იგინი და მოვაქცინე ამას ადგილსა.

<< ← Prev Top Next → >>