ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 21. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10747&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყუაჲ ქმნილი იერვმიაჲს მიმართ უფლისა მიერ, ოდეს მიავლინა მისდამი სედეკია მეფემან პასხორ, ძე მელქისი, და სოფონია, ძე მაასესი, მღდელისაჲ, მეტყუელმან:

2 ჰკითხე ჩუენთჳს უფალსა, რამეთუ ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, ზედდადგრომილ არს ჩუენ ზედა. უკუეთუ ყოს, ვითარ უფალმან ჩუენ თანა ყოველთაებრ საკჳრველებათა მისთა და წარვიდეს ჩუენგან.

3 და თქუა მათდა მიმართ იერემია: ესრეთ თქუთ სედეკიაჲს მიმართ.

4 ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე გარდავაქცინე საჭურველნი საბრძოლელნი თქუენნი, რომელი არს ჴელთა თქუენთა, რომელთა მიერ ებრძვით თქუენ მათ მიერ მეფესა ბაბილონისასა და ქალდეველთა, შემჴშველთა თქუენთა გარეთ ზღუდისა, და შემოვიყვანნე იგინი საშუალ ქალაქისა ამის.

5 და გებრძოლო თქუენ მე ჴელითა განმარტებულითა და მკლავითა ძლიერითა გულისწყრომისა თანა და რისხვისა დიდისა.

6 და მოვსრნე ყოველნი დამკჳდრებულნი ქალაქსა ამას შინა: კაცნი და საცხოვარნი სიკუდილისა მიერ დიდისა, და მოკუდენ.

7 და შემდგომად ამათსა ესრეთ იტყჳს უფალი: მივსცე სედეკია, მეფე იუდაჲსი, და ყრმანი მისნი და ერი დაშთომილი ქალაქსა ამას შინა სიკუდილისაგან და მახჳლისა და სიყმილისა ჴელსა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვანისასა, და ჴელთა შინა მტერთა მათთა, და ჴელთა შინა მეძიებელთა სულთა მათთასა, და დაჭრნენ იგინი პირითა მახჳლისაჲთა. არა ვერიდო მათ ზედა, და არ შევიწყალნე იგინი და არცა ულხინო მათ.

8 და ერისა ამის მიმართ სთქუა: ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მიგეც წინაშე პირსა თქუენსა გზა ხარებისა და გზაჲ სიკუდილისაჲ.

9 მჯდომარე ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ, და გამომავალი განშორებისათჳს ქალდეველთა მიმართ, შემაწყუდეველთა თქუენთა, ცხონდეს, და იყოს სული მისი საიავროდ და ცხონდეს

10 მით, რამეთუ განვიმტკიცე პირი ჩემი ქალაქსა ამას ზედა საბოროტოდ და არ საკეთილოდ, - თქუა უფალმან, - ჴელთა მეფისა ბაბილოვანისათა მიეცეს, და მოწუას ეგე ცეცხლითა.

11 სახლმან მეფისა იუდაჲსმან ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

12 სახლო დავითისაო, - ამათ იტყჳს უფალი, - შჯიდით განთიად სასჯელსა და წარმართებდით, და განარინებდით მიხუეჭილსა ჴელისაგან მიმხუეჭელთა მისთაჲსა, რათა არა აღეგზნას, ვითარცა ცეცხლი, რისხვაჲ ჩემი, და დასწვიდეს და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან სიცრუისა სიმარჯუეთა თქუნთასა.

13 აჰა, მე შენდამი დამკჳდრებულისა ღელესა სორისსა ველობსა, - ეტყჳს უფალი მეტყველთა, - ვინ შემაშინნეს ჩუენ, ანუ ვინ შევიდეს სამკჳდრებელსა ჩუენსა?

14 და ზედმოვიხილო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან, - და აღვაგზნე ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოჲსნი მისნი.

<< ← Prev Top Next → >>