ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 11. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10737&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყვა, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, და თქუა:

2 ისმინე სიტყუა ანდერძისაჲ ამის და სთქუა კაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს.

3 და იტყოდი მათდამი: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ: დაწყეულ იყავნ კაცი, რომელმან არა ისმინნეს სიტყუანი ამის ანდერძისანი,

4 რომელი ვამცენ მამათა თქუენთა დღესა შინა, რომელსა აღმოვიყვანენ იგინი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, საჴუმილისაგან რკინისა, მეტყუელმან: ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და ყვენით ყოველნი, რომელნიცა გამცნნე თქუენ, და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმერთად,

5 რაჲთა დავამტკიცო ფიცი, რომელსა ვეფუცე მამათა თქუენთა, მიცემად მათდა ქუეყანაჲ მადინებელი სძესა და თაფლსა, ვითარცა დღესა ამას. და მიგება-ყვეს და თქუეს: იყავნ, უფალო!

6 და თქუა უფალმან ჩემდამო: წარიკითხენ სიტყუანი ესე ქალაქთა შორის იუდასთა და გარეშე იერუსალიმისა მეტყუელმან: ისმინეთ სიტყვანი ამის ანდერძისანი და ყვენით იგინი,

7 რამეთუ წამებით უწამე მამათა თქუენთა დღესა მას, რომელსა გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ვიდრე აქა დღედმდე აღიმსთობდ, უწამებდ და ეტყოდე: ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და არა ისმინეს.

8 და გარეწარ-ყვნეს სასმენელნი მათნი. და ვიდოდა კაცადი ნებასა გულისა თჳსისა ბოროტისა და მოვიხუენ მათ ზედა სიტყვანი ესე ამის ანდერძისანი, რომელ ვამცენ მათ ყოფად, და არა ისმინეს.

9 და თქუა უფალმან ჩემდამო: იპოვა საკრველი კაცთა შორის იუდასთა და დამკჳდრებულთა შორის იერუსალემს.

10 მიიქცეს უსამართლოებათა მიმართ მამათა მათთა პირველთასა, რომელთა არა ინებეს სმენად სიტყუათა ჩემთა და, აჰა, ესენიცა ვლენან უკუანა ღმერთთა უცხოთასა მსახურებად მათდა. და განაქარვეს სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან იუდასამან ანდერძი ჩემი, რომელი აღუთქუ მამათა მათთა მიმართ.

11 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაწინე მათ ზედა ძჳრნი, რომელთაგან ვერ შემძლებელ იყვნენ გამოსლვად მათგან, და ღაღადებდენ ჩემდამო და არა ვისმინო მათი.

12 და ვიდოდიან ქალაქნი იუდაჲსნი და მკჳდრნი იერუსალიმისანი და ღაღადებდენ ღმერთთა მიმართ მათთა, რომელთა-იგი უკუმევენ მათ. ხოლო მათ ვერ იჴსნენ იგინი ჟამსა შინა განშორებისა მათისასა,

13 რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა იყვნენ ღმერთნი შენნი, იუდა. და რიცხჳსაებრ გამოსავალთა იერუსალიმისათა დააწესნეს ბომონნი, სირცხვილისა საკმეველი კუმევად ბაალისსა.

14 და შენ ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, და ნუ მევედრები მათთჳს ვედრებისა მიერ და ლოცვისა, რამეთუ არა შესმენით იქმნენ ჟამსა შინა, რომელსა მხადოდიან მე, ჟამსა შინა განბოროტებისა მათისასა.

15 რად შეყუარებულმან სახლსა შინა ჩემსა ქმნა საძაგელი: ნუ ლოცვანი და ჴორცი წმიდაჲ მოგისპობენ შენგან ბოროტთა შენთა, ანუ ამათ განარინონ?

16 ზეთისხილი შუენიერი, ჩრდილკეთილი ხილვით, გიწოდა უფალმან სახელი შენი. ჴმასა ზედა მეტკუეთილობისა მისისა, აღატყდა ცეცხლი მის ზედა, დიდი ჭირი შენ ზედა გინებულ იქმნეს რტონი მისნი.

17 და უფალმან ძალთამან, დამნერგველმან შენმან, თქუნა შენ ზედა ძჳრნი უკეთურებისა წილ სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდასსა, რამეთუ ქმნეს თავთა მათთად განრისხება ჩემი, უკუმევდეს რაჲ იგინი ბაალსა.

18 უფალო, გულისხმა-მიყავ მე და ვცნა, მაშინ ვიხილენ სიმარჯვენი მათნი.

19 მე, ვითარცა კრავმან უმანკომან მოყვანებულმან დაკლვად, არა ვცან. ჩემ ზედა ისიტყუეს გულისსიტყუა ბოროტი მეტყუელთა: მოდით და შეურიოთ ძელი პურსა თანა მისსა, აღვჴოცოთ იგი ქუეყანით ცოცხალთაჲთ, და სახელი მისი არა მოჴსენებულ იქმნეს მერმე.

20 უფალო საბაოთ, მსჯელო მართალო, გამომცდელო თირკმელთა და გულისაო, მიხილავსმცა შენ მიერი შურის-გება მათ ზედა, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადე სამართალი ჩემი.

21 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი კაცთა ზედა ანათოელთა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა, მეტყუელთა: არ წინასწარმეტყუელებდე სახელითა უფლისათა, თუ არა მოჰკუდე ჴელთა მიერ ჩუენთა.

22 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: აჰა, მე ზედმივიხილო მათ ზედა, ჭაბუკნი მათნი მახვილისა მიერ მოკუდენ და ძენი მათნი აღესრულნენ სიყმილისა მიერ.

23 და დანაშთომი არა იყოს მათი, რამეთუ მოვაწინე ძჳრნი მკჳდრთა ზედა ანათოთის თანა წელიწადსა მოხედვისა მათისასა.

<< ← Prev Top Next → >>