ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10734&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 მას ჟამსა შინა, - იტყჳს უფალი, - გამოიხუნენ ძუალნი მეფეთა იუდაჲსთანი და ძუალნი მთავართა მათთანი, და ძუალნი წინაწარმეტყუელთა მათთანი და დამკჳდრებულთანი იერუსალიმს საფლავთაგან მათთა.

2 და განაჴმნენ იგინი წინაშე მზისა და წინაშე მთოვარისა და წინაშე ყოველთა ვარსკვლავთა და წინაშე ყოვლისა მჴედრობისა ცისასა, რომელნი შეიყუარნეს, და რომელთა ჰმსახურეს, და რომელთასა ვიდოდეს შემდგომად მათსა, და რომელთა ერჩდეს და რომელთა თაყვანის-სცეს მათ. არავინ ეტყებდეს და არცა ტიროდენ, არა შეიკრიბნენ, არცა დაეფლნენ და იყუნენ სამაგალითოდ პირისაგან ქუეყანისა,

3 რამეთუ აღირჩიეს სიკუდილი ვიდრე ცხოვრება და ყოველთა ნეშტთა დაშთომილთა ნათესავისა მისგან უკეთურისა ყოველსა შინა ადგილსა დაშთომილი, რომელსაცა განვჴადნე იგინი მუნ, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა.

4 და ჰრქუა მათ: ვითარმედ ამას იტყჳს უფალი: ნუ დაცემული არ აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?

5 რაჲსათჳს მიაქცია ერმან ამან და ისრაილმან მიქცევითა ლიბრითა? და დაპყრობილ იქმნეს აღრჩევასა მათსა შინა და არა ინებეს მოქცევად?

6 ყურად-იღეთ და ისმინეთ, არა ესრეთ იტყოდიან: არა არს კაცი შემნანებელი უკეთურებისაგან მისისა მეტყუელი: რა ვყავ? არა მოაკლდა მსრბოლი სასრბოჲსაგან თჳსისა, ვითარცა ცხენი ოფლიერი ჴვივილსა შინა მისსა.

7 და ასიდამან ცათა შინა ცნა ჟამი თჳსი. გურიტმან და მჭურინავმან და მერცხალმან, ველისა სირთა, დაიცვნეს ჟამნი შემოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა ცნა სასჯელნი უფლისანი.

8 ვითარ იტყჳთ, ვითარმედ ბრძენნი ვართ ჩუენ. და სჯული უფლისაჲ ჩუენ თანა არს? ამაოჲსა მიმართ იყო წილი მტყუარი მწიგნობართა.

9 ერცხჳნა ბრძენთა, და დაინაბნეს და მომედგრდეს, რამეთუ სიტყვა უფლისაჲ აგამოუცდელეს. სიბრძნე რაჲ არს მათ შორის?

10 ამისთჳს მივსცნე ცოლნი მათნი სხუათა და აგარაკნი მათნი მემკჳდრეთა უცხოთა, რამეთუ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათა ყოველნივე ჰანგრობენ ანგარებასა, წინაწარმეტყუელთაგან ვიდრე მღდელამდე მათა ყოველივე იქმან სიცრუესა.

11 და ულხენდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა უპატიოდ და იტყოდეს: მშჳდობა, მშჳდობაჲ. და სადა არა არს მშჳდობა?

12 რცხუენა, რამეთუ საძაგელ იქმნნეს, და სირცხჳლი არავე შეირცხჳნეს და კდემულება არა ცნეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულთა თანა, ჟამსა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ,-თქუა უფალმან, -

13 და შეჰკრებდენ ნაშრომთა მათთა, - იტყჳს უფალი, - არა არს ყურძენი ვენაჴთა შინა და არა არს ლეღჳ ლეღოანთა შორის. და ფურცელნი დამოსცჳვეს, რომელ მივეცით მათ, გარეწარჴდა.

14 რაჲსათჳს ვსხდეთ ჩუენ შეკრებულად? და შევიდეთ ქალაქებსა მაგართა, და შევცჳვეთ მუნ, რამეთუ ღმერთმან განმყარნა ჩუენ და მასუა ჩუენ წყალი ნავღლისა, რამეთუ ვცოდეთ წინაშე მისსა.

15 შევკერბით მშჳდობისათჳს. და არა არიან კეთილნი ჟამსა კურნებისასა. და, აჰა, სწრაფაჲ.

16 დანით გუესმა ჴმაჲ სიმახჳლისა ცხენთა მისთასა, ჴმისაგან ჴჳვილისა ცხენოსნობისა ცხენთა მისთასა შეიძრა ყოველი ქუეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქუეყანა და სავსება მისი, ქალაქი და შინა დამკჳდრებულნი მის შორის

17 მით, რამეთუ, აჰა, გამოვავლენ თქუენდამი გუელთა მაკუდინებელთა, რომელთა არა არს სახრვაჲ, და გკბენდენ თქუენ, - იტყჳს უფალი, -

18 უკურნებელად სალმობიერებითა გულისა თქუენისა უღონოქმნულისათა.

19 აჰა, ჴმაჲ ღაღადებისა ასულისა ერისა ჩემისა ქუეყანისაგან შორიელისა. ნუ უფალი არა არს სიონსა შინა, ანუ მეფე არა არს მუნ? მით, რამეთუ განმარისხეს მე, ქანდაკებულთა მათთჳს და ამაოთა მიერ უცხოთა.

20 წარჴდა მკაჲ, და წარვიდა ლეწვაჲ, და ჩუენ ვერ განვერენით.

21 შემუსრვათა ზედა ასულისა ერისა ჩემისათა დაბნელდა შეცბუნებულობაჲ. მძლე მექმნეს მე, ვითარცა სალმობანი მშობიარისანი.

22 ნუ რიტინი არა არს გაალადს, ანუ მკურნალი არა არს მუნ? რაჲსათჳს არა აღვიდა კურნებად ასული ერისა ჩემისა?

23

<< ← Prev Top Next → >>