ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 5. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10731&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 რბიოდეთ გზათა შორის იერუსალიმისათა და იხილეთ და ცანთ და იძიეთ უბანთა ზედა მისთა, უკეთუ ჰპოოთ კაცი, ანუ არს მოქმედი მსჯავრისა და მეძიებელი სარწმუნოებისა, და მლხინებელ-ვიყო მათდა, - იტყჳს უფალი.

2 ცხოველ არს უფალი, - იტყჳან. ამისთჳს არა ტყუილსა ზედა ფუცვენ? უფალო,

3 თვალნი შენნი სარწმუნოებად მიმართ, ჰგუემენ იგინი და არა სტკიოდა. მოასრულენ იგინი და არა ინებეს მითუალვად წურთაჲ. განიმყარნეს პირნი მათნი უფროს კლდისა და არა ინებეს მოქცევაჲ.

4 და მე ვთქუ: ნუუკუე გლახაკნი არიან მით, რამეთუ ვერ შეუძლეს, რამეთუ არა იცნეს გზაჲ უფლისაჲ და სასჯელი ღმრთისაჲ.

5 მივიდე მდიდართა მიმართ და ვეზრახო მათ, რამეთუ მათ იცნეს გზა უფლისაჲ და სასჯელი ღმრთისაჲ და, აჰა, ერთბამად შემუსრეს უღელი, განხეთქნეს საკრველნი.

6 ამისთჳს დაესხა მათ ლომი მაღნარით, და მგელმან ვიდრე სახლთამდე მოსწყჳდნა იგინი, და ვეფხმან იღჳძა ქალაქთა მათთა ზედა. ყოველნი გამომავალნი მათგან მონადირებულ იქმნენ, რამეთუ განმრავლდეს უთნოობანი მათნი ძლიერად გარემიქცევასა მათსა შინა.

7 რომელთა ამათთჳს მლხინებელ-გყო შენ? ძეთა შენთა დამიტევეს მე და ფუცვიდეს არამყოფთა მიმართ ღმერთთა; და განვაძღენ იგინი და იმრუშებდეს და სახლებსა შინა მეძავთასა ისადგურეს.

8 ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ, თითოეული ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეჰჴჳოდა.

9 ნუ ამათ ზედა მოვიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ნათესავსა ზედა ესევითარსა შურ-იგოს სულმან ჩემმან.

10 აღვედით კაცისთავოანსა მისსა ზედა და დაარღჳენით, ხოლო აღსასრულსა ნუ ჰყოფთ. დაუტევენით საფუძველნი მისნი, რამეთუ უფლისანი არიან,

11 რამეთუ შეურაცხ-ყოფით შეურაცხება-ყო ჩემდამო სახლმან ისრაილისამან, სახლმან იუდაჲსამან, - თქუა უფალმან, -

12 უტყუა უფალსა თჳსსა, თქუა უფალმან, - და თქუეს: არა არნ ესე, არა მოვიდენ ჩუენ ზედა ბოროტნი, და მახჳლი და სიყმილი არა ვიხილოთ.

13 წინასწარმეტყუელნი ჩუენნი იყუნეს ქარად და სიტყვა უფლისაჲ არა იყო მათ შორის. ესრეთ იყოს მათდა.

14 ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი: ამის წილ, რომელ სთქუთ სიტყვაჲ ესე, აჰა, მე მივსცენ სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა ცეცხლად, და ერი ესე შეშებ და შეჭამენით იგინი.

15 აჰა, მე მოვაწიო თქუენ ზედა ნათესავი შორით, სახლო ისრაილისაო! - იტყჳს უფალი, - ნათესავი დასაბამისა არს, პირველ ნათესავი საუკუნითგანი ნათესავი, რომლის არა გესმოდის ენაჲ მისი, და არცა გესმნენ, რომელსა გეტყოდეს.

16 კაპარჭნი მისნი, ვითარცა სამარე აღებული, ყოველნი ძლიერ.

17 და შეშჭამდენ სამკალსა თქუენსა და პურთა თქუენთა, და შეშჭამდენ ძეთა თქუენთა და ასულთა თქუენთა, და შეშჭამდენ ზუარაკთა თქვენთა და ცხოვართა თქუენთა, და შეშჭამდენ ვენაჴთა თქუენთა და ლეღოანსა თქუენსა და ზეთისხეოანსა თქუენსა, და განლეწნენ ქალაქნი მტკიცენი ჩუენნი, რომელთა ესევდით მათდა მიმართ და მახჳლისა.

18 და იყოს, მათ დღეთა შინა, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - არა გყუნე აღსასრულ.

19 და იყოს, ოდეს სთქუათ: რაჲსათჳს მიყვნა უფალმან ღმერთმან ჩუენ ყოველნი ესე? და ჰრქუა მათ: მის ძლით, რომელ დამიტევეთ მე და ჰმონეთ ღმერთთა უცხოთა ქუეყანასა შინა თქუენსა, ეგრეთ ჰმსახურთ უცხოთა ქუეყანასა შინა არა თქუენსა.

20 მიუთხრენით ესე სახლისა მიმართ იაკობისსა, და სასმენელ იქმნენინ სახლისა მიმართ იუდაჲსსა და არქუთ.

21 ისმინენ ესენი ერმან სულელმან და უგულომან: თვალნი მათდა, და არა ხედვენ, ყურნი მათდა, და არა ესმისყე.

22 ნუ ჩემგან არა შეიშინოთ! - იტყჳს უფალი, - ანუ პირისა ჩემისაგან არ იწიწვოდით, რომელმან დავაწესე ქჳშაჲ საზღუარად ზღჳსა ბრძანებად საუკუნოდ და არა ზეშთაჰჴდეს მას, და აღიძრას და ვერ შეუძლოს, და აღიტყუელონ ღელვათა მისთა და არა ზეშთაჰჴდენ მას.

23 ხოლო ერისა ამის იქმნა გული ურჩი და ურწმუნოჲ, მიაქციეს და წარვიდეს.

24 და არა თქუეს გულთა შინა მათთა: შევიშინოთ უფლისაგან ღმრთისა ჩუენისა, მომცემელისა ჩუენდა წჳმასა, მსთუასა და მცხუედსა ჟამსა შინა, და სრულებისასა ბრძანებასა მკისასა და დამიცვნა ჩვენ.

25 უსჯულოებათა თქუენთა განდრიკნეს ესენი და ცოდვათა თქუენთა მოაკლნეს კეთილნი თქუენგან,

26 რამეთუ იპოვნეს ერსა შორის ჩემსა უთნონი და მახენი, ვითარცა საბრჴენი და საბრჴენი, ვითარცა მახე მონადირისა, დაარწყუნეს განსახრწნელად კაცთა

27 და შეიპყრობდეს, ვითარცა მახე აღფოლხუებული, სავსე მფრინველებითა, ეგრეთ სახლნი მათნი სავსე ზაკუვითა, ამისთჳს განდიდნეს და გამდიდრდეს,

28 განსუქნეს და განპოხნეს და გარდაჰჴდეს სიტყვათა ჩემთა და მსჯავრსა, და არა შჯიდეს მსჯავრსა ობლისასა და მსჯავრსა ქურივისასა არ სჯიდეს.

29 ნუ ამათ ზედა არ მოვიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ნათესავისაგან ესევითარისა არ შურ-იგოს სულმან ჩემმან?

30 განკრთომაჲ და შეძრწუნებანი იქმნეს ქუეყანასა ზედა.

31 წინაწარმეტყუელნი წინასწარმიმეტყველებენ უმართლოთა და მღდელთა აღიტყუელნეს ჴელნი მათნი და ერმან ჩემმან შეიყვარა ესრეთ და რაჲ ჰყოთ ამის შემდგომადთა შინა?

<< ← Prev Top Next → >>