1 სიონისათჳს არა დავდუმნე და იერუსალიმისათჳს არ დავაცადო, ვიდრემდისცა გამოვიდეს, ვითარცა ნათელი, სიმართლე ჩემი, ხოლო მაცხოვარება ჩემი, ვითარცა ლამპარი, აღენთოს.
2 და იხილონ ნათესავთა სიმართლე შენი და მეფეთა დიდებაჲ შენი, გიწოდის შენ სახელი შენი ახალი, რომელი უფალმან სახელ-სდვას მას.
3 და იყო გჳრგჳნ შუენიერების ჴელსა შინა უფლისასა და შარავანდ მეფობისა ჴელსა შინა ღმრთისა შენისასა.
4 და არღა მერმე გეწოდოს დატევებულ, და ქუეყანასა შენსა არა ერქუას ოჴერ, რამეთუ შენ გეწოდოს ნება ჩემი და ქუეყანასა შენსა მკჳდროანი, და სათნო იყოს უფალმან შენ შორის, და ქუეყანა შენი დამკჳდრებულ იქმნედ.
5 და ვითარცა ჭაბუკმან დამკჳდრებულმან ქალწულსა თანა, ეგრეთ დაიმკჳდრონ ძეთა შენთა შენ თანა. და იყოს, ვითარსახედ იხარებს სიძე სძალსა ზედა, ეგრეთ იხარებდეს უფალი შენ ზედა.
6 და ზღუდეთა შენთა ზედა, იერუსალიმ, დავადგინნე მცველნი სრულსა დღესა და სრულსა ღამესა, რომელნი სრულიად არა დადუმნენ, მომჴსენებელნი უფლისანი.
7 რამეთუ არა არს თქუენდა მსგავს, უკეთუ განჰმართო და ჰყო იერუსალიმი საქადულ ქუეყანასა ზედა.
8 ფუცა უფალმან დიდებისა მიმართ თჳსისა და ძალისა მიმართ მკლავისა თჳსისა, უკეთუ მერმე მივსცე იფქლი შენი და ჭამადნი შენნი მტერთა შენთა, და უკეთუ მერმე სუმიდენ ძენი უცხონი ღჳნოსა შენსა, რომელსა ზედა დაჰშუერ,
9 არამედ შემკრებელნი ჭამდენ მათ და აქებდენ უფალსა, და შემკრებელნი სუმიდენ მათ ეზოთა შინა ჩემთა წმიდათა,
10 განვედით ბჭეთა მიერ ჩემთა, და გზა-უყავთ ერსა ჩემსა, და ქვანი გზისაგან განასრიენით, აღიღეთ სასწაული წარმართთა მიმართ,
11 რამეთუ, აჰა, უფალმან ყო სასმენელ, ვიდრე დასასრულამდე ქვეყანისა. არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, მაცხოვარი მოვიდა შენდა, მქონებელი სასყიდელსა თჳსსა, და საქმე მისი წინაშე პირსა მისსა.
12 და უწოდოს მას ერი წმიდაჲ. გამოჴსნილ უფლისა მიერ. ხოლო შენ გეწოდოს გამოძიებულ ქალაქ და არდატევებულ. |