1 სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე. განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებასა და ბრმათა ახილვასა,
2 წოდებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული, და დღე ნაცვლისმოგებისა ღმრთისა ჩემისა, ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა,
3 მიცემად მგლოვარეთა სიონი დიდებად, ნაცრისა წილ საცხებელი შუებისაჲ მგლოვარეთა, სამკაული დიდებისაჲ სულისა წილ მოწყინებისა, და იწოდნენ: ნათესავებ სიმართლისა, დანერგულ უფლისა სადიდებელად.
4 და აღაშენენ ოჴერნი საუკუნითგანნი, მოოჴრებულნი პირველად. აღადგენდენ და განაახლებდენ ქალაქთა ოჴერთა, მოოჴრებულთა ნათესავითგან ნათესავადმდე.
5 და მოვიდენ უცხონათესავნი, მმწყსელნი ცხოვართა შენთანი, და უცხოტომნი მჴნველნი და ვენაჴისმოქმედნი.
6 ხოლო თქუენ მღდელ უფლისა გეწოდოს, და მელიტანიე ღმრთისა ჩუენისა გეწოდოს თქუენ, ძალსა წარმართთასა შჭამდეთ, და სიმდიდრესა მათსა ზედა საკჳრველ იყვნეთ.
7 ნაცვლად სირცხჳლისა თქუენისა მრჩობლი სიხარული და ნაცვლად პატივისა თქუენისა მხიარულებაჲ, ესრეთ მეორედ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა,
8 რამეთუ მე ვარ უფალი, მოყუარე სიმართლისაჲ და მოძულე ნატაცებთა სიცრუისაგანთაჲ, და მივსცე შრომაჲ მათი მართალთა, და აღთქმაჲ საუკუნოჲ აღუთქუა მათ.
9 და საცნაურ იყოს წარმართთა შორის თესლი მათი და ნაშვისნაშობნი მათნი საშუალ ერთა, ყოველნი მხილველნი მათნი იცნობდეს მათ, ვითარმედ ესე არიან თვსლნი კურთხეულნი ღმრთისა მიერ და შუებით იშუებდენ უფლისა მიმართ.
10 იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი საცხოვარებისაჲ და კუართი მხიარულებისაჲ, ვითარცა სიძესა, გარემომდვა მიტრაჲ და, ვითარცა სძალი, შემამკო მე სამკაულითა.
11 და ვითარცა ქვეყანა, აღმაორძინებელი ყუავილსა მისსა, და ვითარცა მტილი განამორჩებნ რაჲ თესლთა მისთა, ეგრეთ აღმოაცენებს უფალი სიმართლესა და სიხარულსა წინაშე ყოველთა წარმართთასა. |