1 დაეცა ბილ, შეიმუსრა დაგონ. იქმნეს ქანდაკებულნი მათნი მჴეცად და საცხოვრად აღიხუნენ იგინი შეკრულნი, ვითარცა ტჳრთი მაშურალისა და მშიერისა,
2 დაჴსნილისა, ვერშემძლებელისა ერთბამად, რომელნი ვერ შემძლებელ იქმნენ განრინებად ბრძოლისაგან, ხოლო იგინი თჳთ ტყუედ წარიხუნენ.
3 ისმინეთ ჩემი, სახლო იაკობისაო და ყოველო ნეშტო ისრაჱლისაო, აღღებულთა მუცლითგან და განსწავლულთა სიყრმითგან
4 ვიდრე სიბერემდე: მე ვარ და ვიდრემდის და-ცა-ჰბერდეთ, მევე ვარ, მიგითავსებ თქუენ. მე ვყავ და მე ულხინო, მე აღგამაღლნე და გაცხოვნნე თქუენ.
5 ვის მამსგავსეთ მე? იხილეთ, მოიჴელოვნეთ ცთომილთა
6 და შემკრებელთა ოქროსათა პავასიკისაგან ვეცხლსა სასწორისა მიერ, და აღსწონნეთ სასწორითა, და მომმიზდებელთა ოქროსმჭედლისათა შექმნნეს ჴელითქმნულნი და მოდრეკით თაყვანის-სცემენ მას.
7 აღიღებენ მას მჴართა ზედა და ვლენან. და უკეთუ დადვან იგი მჴართა ზედა, ეგოს და არა შეიძრას, და ვინცავინ ჴმა-ყოს მისდამი, არ შეისმინოს, ძჳრთაგან ვერ იჴსნის იგი.
8 მოიჴსენენით ესენი და სულთ-ითქუენით, შეინანეთ, ცთომილნი, მოიქეცით გულითა.
9 და გეჴსენნედ პირველნი საუკუნითგანნი, რამეთუ მე ვარ ღმერთი და არა სხვა თჳნიერ ჩემსა.
10 მიმთხრობელი პირველად უკუანასკნელთა წინავე ქმნისა მათისა, და ერთბამად შესრულდა და ვთქუ: ყოველი განზრახვა ჩემი დამტკიცდეს და ყოველნი, რაოდენნი განმიზრახვან, ვყვნე.
11 მწოდებელნი აღმოსავალთათა მფრინველსა, და ქუეყანისაგან შორიელისა, რომელთათჳს განმზრახველი: და ვიტყოდეცა, და მოვიყვანე, და აღვაგე და ვყავ, მოვიყვანე იგი და წარვმართე გზა მისი.
12 ისმინეთ ჩემი, რომელთა წარგიწყმედიეს გული შორიელთა სიმართლისაგან.
13 მივაახლე სიმართლე ჩემი, და არღარა განშორდეს ჭეშმარიტება და მაცხოვარება ჩემმიერი არ მივამყოვრო, მივეც შორის სიონისა მაცხოვარება ისრაელისა სადიდებელად. |