1 სიტყვა ძჳნად მოაბელასი - ღამე წარწყმდეს მოაბელა, რამეთუ ღამე წარწყმდეს ზღუდე მოაბელისი.
2 დაწუხენით თავთა ზედა თქუენთა, რამეთუ წარწყმდა დებონი, სადა ბომონი თქუენი აღეშენა. მუნ აღვედით ტირილად ნადავავსა ზედა და მიდავასა მოაბელაჲსსა ვალალაებდით, ყოველსა ზედა თავსა სიმტიერე, ყოველნი მკლავნი შეკუეთილებ.
3 უბანთა ზედა მისთა გარემოირტყთ ძაძები და იტყებდით ერდოებსა ზედა მისსა, და ურაკპარაკთა შორის მისთა. ყოველნი ვალალაებდით ტირილით.
4 რამეთუ ღაღად-ყო ესსევონმან და ელეალამან, ვიდრე იასსამდე ისმა ღაღადება მათი. ამისთჳს წელნი მოაბელისნი ჴმობენ, სულმან მისმან ცნას.
5 გული მოაბელაჲსი ჴმობს თავსა შორის თჳსსა, ვიდრე სიგორამდე, რამეთუ დიაკეული არს სმნიერი, ხოლო აღსავალსა ზედა ლუითისასა მტირალნი აღვიდენ შორის გზასა არონიიმისასა. ჴმობს შემუსრვაჲ და საარება და შერყევაჲ.
6 წყალი ნევრიმისა ოჴერ იყოს, და თივა მისი ყოველი მოაკლდეს, რამეთუ თივა ნედლი არა იყოს.
7 ნუ ეგრეთცა ეგულების განრომა, რამეთუ დავასხნე ჴევნებსა ზედა არაბნი და მიიღონ იგი,
8 რამეთუ შეერთო ჴმობა საზღვრისა მოაბელისი თაილიიმსა და ვალალაები მისი ვიდრე ჯურღმულამდე ელიმისა,
9 რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლისა ზედა არაბნი და აღვიღო თესლი მოაბისა და არიელისა და ნეშტი ადამაჲსა განვავლინო, ვითარცა ქუეწარმძრომელნი ქუეყანასა ზედა. |