1 სარეცელთა ჩემთა ზედა ღამე ვეძიებდ, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან, ვეძიებდ მას, და არა ვპოვე იგი. ვხადოდე მას, და არა ჴმა-მცა მე.
2 აღვდეგ და მოვლენ ქალაქნი, უბანნი და ურაკპარაკნი და ვეძიებდ, რომელმან შეიყუარა სული ჩემი, ვეძიებდი და არა ვპოე.
3 მპოვეს მე მცველთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა. სიძე ეტყჳს მცველთა ქალაქისათა: ნუუკუე იხილეთა, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან?
4 ვითარცა კნინ წარვლე მათგან, ვპოვე, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან. პოვა სიძემან და ეტყჳს სძალსა: შევიპყარ იგი და არა განუტევე იგი, ვიდრემდის შევიყვანე იგი სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მშობელისა ჩემისათა.
5 ქალწულთა აფუცა მეორედ სძალმან და ეტყჳს: გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, და უკუეთუ აღადგინოთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ინებოს.
6 სიძე იტყჳს სძლისათჳს: ვინ არს, რომელი აღმოვალს უდაბნოთ, ვითარცა რტოჲ, კუამლი საკუმეველისა, მური და გუნდრუკი ყოველთაგან მტუერთა მენელსაცხებლეთასა?
7 ასულნი იტყჳან: ესერა, აჰა, ესერა, ცხედარი სოლომონისი და სამეოცნი ძლიერნი გარემოს მისსა ძლიერთაგან ისრაჱლისათა.
8 ყოველთა უპყრიეს მახჳლნი, წურთილნი ბრძოლასა. კაცი და მახჳლი მისი წელთა მისთა შიშისათჳს და განკრთომისა ღამესა შინა.
9 გავალაკი იქმნა მეფემან სოლომონ ძელთაგან ლიბანისათა.
10 სუეტნი შექმნნა ვეცხლისანი და კამარა მისი დრეკილი ოქროჲსა, აღსავალი მისი - პორფირი, იატაკი მისი - ქვაფენილ, სიყუარული ასულთაგან იერუსალიმისათა.
11 განვედით და იხილეთ, ასულნო სიონისანო, მეფე სოლომონ გჳრგჳნითა მით, რომლითა გჳრგჳნოსან-ყო იგი დედამან მისმან დღესა მას სიძობისა მისისასა და დღესა სიხარულისა გულისა მისისასა. |