1
2
3
4
5
6
7
8
9
10 რომელმან შეაცთუნნეს წრფელნი გზასა ბოროტსა, განსარყუნელად მიეცეს იგიცა და უბიწოთა განიყონ კეთილნი მათნი, ხოლო ურჩულონი თანაწარჰჴდენ კეთილსა და ვერ შევიდენ მას.
11 ბრძენ ჩანნ თავით თჳსით მდიდარი, ხოლო გლახაკმან გონიერმან განგმოს იგი.
12 შეწევნითა მართლისათა მრავალი იქმნის დიდებაჲ, ხოლო ადგილსა უღმრთოთასა მოისრნენ კაცნი.
13 რომელი იფარვიდეს ურჩულოებასა თჳსსა, არა წარემართოს, ხოლო რომელი მიუთხრობდეს და იმხილებდეს, საყუარელ იყოს.
14 ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით, ხოლო გულფიცხელი იგი შევარდეს ძჳრსა.
15 ლომი მშიერი და მგელი წყურიელი - ეგრეცა, რომელი მთავრობდეს მოკუდავი ნათესავსა გლახაკსა.
16 მეფე, ნაკლულევანი ფასითა, დიდის ცილისშემწამებელი; ხოლო, რომელთა სძულდეს სიცრუე, მრავალ ჟამ ცხონდენ.
17 კაცსა, რომელსა ბრალი კაცის-კლვისა ზედა ედვას, და თავს-ვინ-მე-იდვას იგი, და იგი მეოტ იყოს და არა მტკიცე, შევარდეს იგი ბოროტსა. განსწავლე ძე შენი და განგისუენოს შენ და მოსცეს სამკაული სულსა შენსა და არა ერჩდეს ნათესავსა უსჯულოსა.
18 რომელი ვიდოდის სამართალსა, შეწევნა-სცეს მას, ხოლო, რომელი გულარძნილთა გზათა ვიდოდის, შეებას მათვე.
19 რომელი იქმოდის ქუეყანასა თჳსსა, განძღეს იგი პურითა, ხოლო რომელი მიუდგეს მოცალებასა, აღივსოს იგი სიგლახაკითა.
20 კაცი ღირსი სარწმუნოებისა ფრიად იკურთხოს, ხოლო ბოროტისმოქმედი იგი არა უტანჯველ იყოს; რომელმან არა შეიკდიმოს პირისაგან მართლისა, არა კეთილ არს.
21 რომელმან მიხედოს ცრუთასა, არა იქებოდინ. და ამან კოტრისა პურისათჳს განსცეს კაცი.
22 იწრაფინ განმდიდრებად კაცი მოშურნე და არა უწყინ, რამეთუ კაცმან მოწყალემან დაიპყრას იგი,
23 რომელი ამხილებდეს გლახაკსა გზათა ღმრთისათა, მადლი აქუნდეს უფროსღა, რომელი ენითა მოიმადლებნ.
24 რომელი განჴდიდეს მამასა, გინა დედასა და ჰგონეგდეს, ვითარმედ არა ცოდავს, ესე ზიარი არს კაცისა უღმრთოთასა.
25 უძღები კაცი შჯინ ცუდად.
26 რომელი ესვიდეს სიფიცხლესა გულისა თჳსისასა, იგი უგუნური არს, რომელი ვიდოდის სიბრძნით, იგი ცხოვნდეს.
27 რომელი მისცემდეს გლახაკთა, არა ნაკლულევან იყოს, ხოლო, რომელმან გარემიიქციოს პირი მისი გლახაკისაგან, მრავალსა უპოვარებასა შინა იყოს.
28 ადგილსა უღმრთოთასა სულთ-ითქმენ გლახაკნი და მათსა მას წარწყმედასა განმრავლდენ მრავალნი. |