1 ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო ძე უგუნური მწუხარებაჲ დედისა.
2 ვერ სარგებელ იყუნენ საუნჯენი უსჯულოთა, ხოლო სიმართლემან სიკუდილისაგან იჴსნას.
3 არა მოაკუდინოს სიყმილითა უფალმან სული მართლისაჲ, ხოლო ცხორებაჲ უღმრთოჲსა დაამჴჳს.
4 სიგლახაკემან კაცი დაამდაბლის, ხოლო ჴელთა მჴნეთა განამდიდრიან.
5 შვილი სწავლული ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური, ვითარცა მონაჲ, იმსახუროს. განერა სიცხისაგან შვილი გონიერი, ხოლო ხორშაკეულ იქმნა კალოთა ზედა შვილი უსჯულოჲ,
6 კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართალთასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს გლოვამან უჟამომან.
7 ჴსენებაჲ მართლისა ქებით იყოს, ხოლო სახელი უღმრთოჲსა დაშრტეს.
8 ბრძენმან გულითა შეიწყნარნის მცნებანი, ხოლო უთმინოჲსა ბაგითა ბრკუმით შეუბრკუმეს.
9 რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით, ხოლო რომელი განსდრეკდეს გზასა თჳსსა, საცნაურ იყოს.
10 რომელი წამ-უყოფნ თუალითა ზაკვით, იგი შეუკრბნ კაცთა მწუხარებასა, ხოლო რომელი ამხილებნ განცხადებულად, იგი მშჳდობასა ჰყოფნ.
11 წყაროჲ ცხორებისა ჴელსა შინა მართლისასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს წარსაწყმედელმან.
12 სიძულილმან აღადგინოს ძლევა, და ყოველნი, რომელნი არა მახლობელ იყვნენ, დაფარნეს სიყუარულმან.
13 რომელი ბაგეთაგან წარმოიღებნ სიბრძნესა, კუერთხითა ჰგუემნ კაცსა უგულოსა.
14 ბრძენთა დაიფარიან მეცნიერებაჲ, ხოლო პირი წარმდებთა მიეახლოს შემუსრვასა.
15 მონაგები მდიდართა ქალაქი ძლიერი, ხოლო შემუსრვაჲ უძლურთა სიგლახაკე.
16 საქმემან მართალმან ცხორებაჲ ყვის, ხოლო ნაყოფ უღმრთოთა - ცოდვაჲ.
17 გზათა ცხორებისათა სცავს უფალი და სწავლულებაჲ უმხილებელი სცთების.
18 მტერობაჲ დაფარიან ბაგეთა მართალთა, ხოლო რომელნი წარმოიღებდენ გინებასა, იგინი უგუნურ არიან.
19 მრავლისმეტყუელებისაგან ვერ განერე ცოდვასა, ხოლო ერიდებოდი თუ ბაგითა, გონიერ იყო.
20 ვეცხლი არს გამოჴურვებული ენაჲ მართალი, ხოლო გულთა უღმრთოთასა მოაკლდეს.
21 ბაგეთა მართალთა იციან სიმართლე, ხოლო უგუნურნი ნაკლულევანებასა შინა აღესრულნენ.
22 კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართლისასა და მან განამდიდროს და არღარა დაერთოს მას მწუხარებაჲ გულისა.
23 სიცილით იქმნ უგუნური ძჳრსა, ხოლო ბრძენი კაცი ზრახავნ გულისჴმის-ყოფასა.
24 წარსაწყმედელად იქცევინ უღმრთოჲ, ხოლო გულისთქუმაჲ მრავალთა სათნო არს.
25 მობერვასა ნიავქარისასა წარსწყმედს უღმრთოჲ, ხოლო მართალმან მოჰრიდოს და ცხონდეს უკუნისამდე.
26 ვითარცა კაწახი ავნებნ კბილთა და კუამლი თვალთა, ეგრეთვე უსჯულოებამან ავნის, რომელნი მას ზედა ვალნ.
27 შიშმან უფლისამან შესძინოს დღეთა, ხოლო წელნი უღმრთოთანი შემცირდენ.
28 ყოვნის სიხარულმან მართალთა ზედა, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.
29 ზღუდე წმიდათა შიში უფლისაჲ, ხოლო შემუსრვაჲ მოქმედთა ძჳრისათა.
30 მართალი უკუნისამდე არა შეირყიოს, ხოლო უღმრთოთა ვერ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
31 პირსა მართლისასა გამოვალს სიბრძნე, ხოლო ენაჲ უწესოჲ შეიმუსროს.
32 ბაგეთა მართლისათა აღმოადინონ მადლი და პირნი უღმრთოთანი დაიყვნენ. |