1 აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,
2 რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,
3 რომელმან დასხნა საზღვარნი შენნი მშჳდობით და სიპოხითა იფქლისათა განგაძღო შენ,
4 რომელმან მოავლინის სიტყუაჲ მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაჲ მისი;
5 დადვის თოვლი, ვითარცა მატყლი, და ნისლი, ვითარცა ნაცარი მიჰფინის;
6 რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინმე დაუდგეს?
7 მიავლინის სიტყუაჲ მისი და დაადვნის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი;
8 რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა - ისრაჱლსა.
9 არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ. დიდებაჲ |