1 აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ.
2 აღაშენოს იერუსალჱმი უფალმან და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრიბნეს,
3 რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის წყლულებანი მათნი;
4 რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.
5 დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ.
6 შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.
7 აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა,
8 რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;
9 რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.
10 არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს,
11 არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა. |