1 აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
2
3 ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ.
4 გამოვიდეს სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმიდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
5 ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა,
6 რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა,
7 რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰჴსნნის კრულნი,
8 უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;
9 უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს, და ცოდვილთა წარწყმიდოს.
10 სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე. |