1 აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა.
2 რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
3 აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;
4 რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად.
5 რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა;
6 ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;
7 აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა;
8 რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან მიპირუტყუთამდე;
9 გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა;
10 რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი:
11 სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და ყოველნი მეფენი ქანანისანი;
12 და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.
13 უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე.
14 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.
15 კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი.
16 პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ,
17 ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.
18 ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ მას
19 სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა,
20 სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
21 კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს. |