1 მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაჱლმან,
2 მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს.
3 ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოებაჲ მათი.
4 უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.
5 ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძალენი სიონისანი.
6 იქმნედ იგინი, ვითარცა თივა ერდოთა რომელი-იგი ვიდრე მოფხურადმდე განჴმა,
7 რომლისაგან არა აღივსო ჴელი თჳსი მომკალმან და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭლეულებსა მისსა.
8 და არა ჰრქუეს, რომელნი-იგი თანაწარვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევა უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა. დიდება |