1 აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.
2 იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე;
3 მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა.
4 მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი.
5 ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს
6 და მდაბალთა ჰხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა?
7 რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი,
8 რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;
9 რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად. |