1 ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;
2 ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს;
3 დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
4 გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, და შემწყნარებელ და მართალ.
5 ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი სასჯელსა შინა;
6 რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს,
7 საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის;
8 განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა. განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთა.
9 განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა.
10 ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულისთქმა ცოდვილისა წარწყმდეს. დიდება |