ბიბლია, ფსალმუნნი, თავი 106. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10572&pid=21&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,

2 თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთასა, და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი

3 აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ.

4 შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისა არა პოეს;

5 ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი

6

7 და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რათა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა.

8 აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,

9 რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,

10 მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა,

11 რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვა მაღლისა განარისხეს;

12 და დამდაბლდა შრომითა გული მათი, მოუძლურდეს და არა ვინ იყო მწე მათდა.

13 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი

14 და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა.

15 აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,

16 რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა.

17 შეეწია მათ გზისა მისგან უსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს;

18 ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა.

19 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნა იგინი.

20 მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნნა იგინი და იჴსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა.

21 აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,

22 და შეწირედ მისა მსხუერპლი ქებისა და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით.

23 რომელნა შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა,

24 მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკჳრველებანი მისნი ღრმათა შინა.

25 თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარსა, და ამაღლდეს ღელვანი მისნი;

26 აღვლენან ცამდე, შთავლენან უფსკრულამდე; და სული მათი ძჳრთა შინა დადნებოდა,

27 შეშფოთნეს და შეძრწუნდეს, ვითარცა მთრვალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა.

28 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი.

29 და უბრძანა ნიავქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;

30 და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთსაყუდელსა ნებისა მისისასა.

31 აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა.

32 აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას.

33 დასხნა მდინარენი ოჴრად და გამოსავალნი წყალთანი - წყურიელად,

34 ქუეყანა ნაყოფიერი - ბიცად უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთასა.

35 დადვა უდაბნო ტბად წყალთა და ქუეყანა ურწყული - გამოსადინელად წყალთა;

36 დაამკჳდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალიქები საყოფელად მათდა,

37 და ითესეს ყანები და დაასხეს ვენაჴები და ყვეს ნაყოფი იფქლისა.

38 და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა.

39 და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძჳრთასა და სალმობისა.

40 მიეფინა შეურაცხებაჲ მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არაგზასა.

41 და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა, ვითარცა ცხოვარსა, ტომებსა მათსა.

42 იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უსჯულოებამან დაიყოს პირი თჳსი.

43 ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისჴმა-ყუნეს წყალობანი უფლისანი? დიდება

<< ← Prev Top Next → >>