1 უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაჲ, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.
2 ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვა წარმართება საყდრისა მისისა.
3 ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი.
4 გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ.
5 მთანი, ვითარცა ცჳლი, დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.
6 უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი.
7 ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელითქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა. თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა.
8 ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო.
9 რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად ამაღლდი შენ უფროს ყოველთა ღმერთთა.
10 რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი. და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსნნეს იგინი.
11 ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა - სიხარული.
12 იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა. დიდება |